11:10 | 2020-05-04 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“დღემდე მგონია ეს ყველაფერი დიდი შეთქმულებაა” – ნუკი კოშკელიშვილი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე

“დღემდე მგონია ეს ყველაფერი დიდი შეთქმულებაა” – ნუკი კოშკელიშვილი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე

ყოფილი ტელეწამყვანი, ფოტომოდელი ნუკი კოშკელიშვილი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და ამერიკელ ქმარს, მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტება.

 

ნუკის ქმარი, ექიმი ბენჯი ჩაიმი ნიუ-იორკში კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს.

 

კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“რა ვერ გავიგე იცით? ორი კვირის წინ არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთო. ახლა ხსნიან რაღაცეებს ნელ ნელა, ხოდა რა შეიცვალა?? რამე გამომრჩა??

 

ორი კვირის წინ არ შეიძლება და ორ კვირაში შეიძლება? მე კი მიხარია, ძალიან. მეც ეგ მინდა გამოვიდეთ, უბრალოდ ვერაფერი გავიგე….

 

დღემდე მგონია ეს ყველაფერი დიდი შეთქმულება, აფიორა ან გეგმაა. მოკლედ არ ვიცი, მაგრამ რაღაც ისეთი რასაც არ გვეუბნებიან! ჩამოყარეთ თქვენი შეთქმულების თეორიები!- წერს ნუკი კოშკელიშვილი.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში 21 მარტიდან შეზღუდვებია. ჩაკეტილია ოთხი დიდი ქალაქის შესასვლელი.

 

მოქმედებს კომენდანტის საათი. დახურულია სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +