17:43 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

დღეიდან სვეტის მიერ დაზარალებული ადმიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

დღეიდან  სვეტის მიერ დაზარალებული ადმიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

დღეიდან  სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებული ადმიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, მშენებლობას სამი წელი დასჭირდება.

 

„ეს არის სამუშაოები, რომელსაც კომპანია მ კვადრატი განახორციელებს. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ანალოგიური პრობლემები კიდევ გვაქვს. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მჯერა, რომ იგივე პროცესები წავა.

 

სამუშაოების დასაწყებად სამი კონკრეტული მისამართია : მირცხულავას, ნუცუბიძის და ჭყონდიდელი ქუჩა და ეტაპობრივად დაიწყება სამუშაოები და სამი წელი დასჭირდება კომპანიას, რომ დაასრულოს მშენებლობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X