10:02 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება

დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება

დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება.

 

მაღაზიებს და სავაჭრო მოლებს წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა. მათ შორის, ობიექტში შესვლამდე მომხმარებელმა წარმატებით უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი.

შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი მომავალ წელსაც - ამირან გამყრელიძე
2020-06-01შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი მომავალ წელსაც - ამირან გამყრელიძე

 

მოქალაქეს ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36.9 გრადუსს. პირი, რომელიც მოლში მიდის, უნდა იყოს აღჭურვილი პირადი დაცვის საშუალებით, აუცილებელია ატარებდეს პირბადეს. მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები.

 

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება.

 

თუმცა ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

 

დღეიდან განახლდა ღია სივრცის მქონე კვების ობიექტების მუშაობა
2020-06-01დღეიდან განახლდა ღია სივრცის მქონე კვების ობიექტების მუშაობა

 

ჯერ-ჯერობით აკ­რძა­ლუ­ლია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში არ­სე­ბუ­ლი კი­ნო­თე­ატ­რე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბის, ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი.

 

დოკუმენტის თანახმად, მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

 

ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X