09:15 | 2020-06-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მაისს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

 

რეკომენდაციები, რომელიც სატრანსპორტო კომპანიასა და მგზავრებს ეხება, ითვალისწინებს, რომ მძღოლმაც და მგზავრმაც ტრანსპორტირების დროს, პირბადე ატარონ.

 

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება
2020-06-08შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

 

დიდუბეში, ავტოსადაგურში მისულ მგზავრებს გამგზავრებამდე დეზინფექციის გასავლელად სპეციალურად მოწყობილ კაბინაში გავლა და თერმოსკრინინგის შემოწმება უწევთ.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენატარი - +

X