11:56 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

„დგებოდა, წყალს დალევდა, ისევ დაწვებოდა… სადღაც 2 წელიწადში ლოგინიდან ადგა ჩვეულებრივი „ჯოხი” – რუსკა მაყაშვილი დის მდგომარეობაზე

„დგებოდა, წყალს დალევდა, ისევ დაწვებოდა… სადღაც 2 წელიწადში ლოგინიდან ადგა ჩვეულებრივი „ჯოხი” – რუსკა მაყაშვილი დის მდგომარეობაზე

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაკეთებულ განცხადებას, „თუ სად იყო ნინუცა 10 წლის განმავლობაში და მანამდე რატომ არაფერი არ თქვა“, ნინუცა მაყაშვილის და რუსკა მაყაშვილი პასუხობს.

 

„მინდა მაყურებელს ვუთხრა ვისაც ეს შეკითხვა გაუჩნდა, სად იყო ნინუცა 10 წელიო? ნინუცა იწვა ლოგინში და იყო უმძიმეს დეპრესიაში. არც ვიცოდი ძილის დეპრესია თუ არსებობდა, მართლა არ ვიცოდი. 24 საათი ეძინა. დგებოდა წყალს დალევდა ისევ დაწვებოდა… სადღაც 2 წელიწადში ლოგინიდან ადგა ჩვეულებრივი „ჯოხი“…

 

დეპრესიის სხვანაირი შემოტევები ჰქონდა… ხან ეძინა ხან არა, რაღაც საშინელი პერიოდი ჰქონდა გამოვლილი.

 

ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ ის ვერ ლაპარაკობდა ამ ყველაფერზე იმიტომ, რომ ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ლაპარაკი“, – აცხადებს რუსკა მაყაშვილი.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X