20:18 | 2020-06-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს – გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?!

დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს – გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?!

ყოფილი პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ აქვს, თუმცა აქვს მეგობრული შეხვედრები.

 

სად იქნება ირაკლი ალასანია - 2020 წლის არჩევნების მარათონის სამზადისი დაწყებულია
2020-06-09სად იქნება ირაკლი ალასანია - 2020 წლის არჩევნების მარათონის სამზადისი დაწყებულია

 

კვირიკაშვილი ამბობს იმასაც, რომ დადგა დრო როცა რაღაც უნდა შეიცვალოს და „რაც უკვე ნანახი ჰყავს ამ ქვეყანას აღარ უნდა ნახოს“

 

„პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან არ მაქვს, მეგობრული შეხვედრა მაქვს და მგონია, რომ დამოუკიდებელი მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი აზრი. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და ვინც არ არის არც ერთი პოლუსის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

 

ძალიან სწორი იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრი და აზრთა ჭიდილი იქნება. მე მგონია, რომ „ოცნება“ ნამდვილად არ დატოვებს პოლიტიკურ ველს და არ გაქრება სადღაც.

 

არც უნდა გაქრეს რა თქმა უნდა, ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ბევრი დადებითი გააკეთა და მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის ბევრი ახალი სახისაც, რომლებიც ამბობს, რომ 8 წელი დაკარგა ქვეყანამ.

 

ისე, რომ 8 წელი გადავაგდოთ, როგორც 9 წელი გადავაგდოთ არ არის სწორი, ყველას აქვს თავისი მიღწევები, თავისი სუსტი მხარეები დგება მომენტი, როცა მინიმუმ რაღაცა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში და რაც უკვე ნანახი ჰყავს ამ ქვეყანას აღარ უნდა ნახოს“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X