16:32 | 2020-06-29 ავტორი: Prime Time

დევნილთა სააგენტოსა და პროექტ „ზრდა საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა სააგენტოსა და პროექტ „ზრდა საქართველოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორ პროექტთან  „ზრდა საქართველოში“  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

მემორანდუმი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ერთობლივ განხორციელებას ითვალისწინებს, რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და  პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.

ეკატერინე ტიკარაძე:
2020-06-04ეკატერინე ტიკარაძე: "ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ ის მონაპოვარი, რომელიც ეკუთვნის ხალხს"

პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.  საგრანტო პროგრამა  სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.  ჯამში, 15 პროექტი  დაფინანსდება. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი 14 000 ლარს შეადგენს.

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 30 ივნისიდან დაიწყება.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X