16:02 | 2020-05-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დეტალები იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე – ვის გადაუხდის მთავრობა სესხის პროცენტის ნაწილს

დეტალები იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე – ვის გადაუხდის მთავრობა სესხის პროცენტის ნაწილს

საქართველოს მთავრობამ სამშენებლო და დეველოპერული სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა.

 

მთავრობის გეგმის მიხედვით, ყველას, ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან აიღებს იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთს 4%-ით დაასუბსიდირებს.

 

სესხის ზედა ზღვარი 200 000 ლარით განისაზღვრა.

 

კონკრეტულად რა კატოგორიის ადმიანებს შეეხებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირება და ვის გადაუხდის მთავრობა სესხის პროცენტის ნაწილს?

 

„პრაიმტაიმის“ კითხვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი პასუხობს.

 

– კონკრეტულად რა კატეგორიის ადამიანებს შეეხებათ აღნიშნული სუბსიდირება? 

 

– იპოთეკური სესხების სუბსიდირება არ არის ღონისძიება, რომელიც მიმართულია მსესხებლების წახალისებაზე.

 

ეს არის ღონისძიება, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ბინა, გაიზარდოს მოთხოვნა ბინების შესყიდვაზე და ამით დავეხმაროთ სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს.

 

ეს არის ამ ღონისძიების მთავარი არსი.

 

თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ მთავრობა შეიძენს
2020-05-28თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ მთავრობა შეიძენს

 

რაც შეეხება რა კატეგორიის მსესხებლებს შეეხება, ნებისმიერ მსესხებელს, რომელიც წლის ბოლომდე აიღებს სესხს არაუმეტეს 200 000 ლარისა მშენებარე ბინის შესაძენად, ეს არის ძირითადი კრიტერიუმი.

 

ამ გეგმის მიზანი არ არის, უბრალოდ მსესხებლებს დავეხმაროთ.

 

ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბინა.

 

იმისთვის, რომ გაიზარდოს ბინის გაყიდვების რაოდენობა და დაწყებული მშენებლობები არ შეჩერდეს, არ შეფერხდეს.

 

ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვისაც, რომელებიც დასაქმებულნი არიან ამ სექტორში, აწარმოებენ ავეჯს, არიან ხელოსნები, ადამიანები, რომლებიც ყიდიან ელექტრო ტექნიკას და ა.შ. მათ არ უნდა დაკარგონ შემოსავალი.

 

ბინის მშენებლობა შედგება რამოდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან:

 

პირველი ეს არის თავად სამშენებლო პროცესი, რომლის შედეგადაც საქმდება თავად მშენებელი კომპანიის დასაქმებულები.

 

ბუნებრივია ეს არის მისი სამუშაო ძალა და ასე ვთქვათ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი.

 

ამის შემდეგ არის რემონტი, სადაც საქმდებიან ადამიანები დაკავშირებული სექტორებიდან. შემდეგ ავეჯი, ავეჯის წარმოება, სანტექნიკა და ა.შ

 

აქ მთავარი ამოცანა ის კი არა არის, რომ მსესხებელს ეხმარება სახელმწიფო, აქ მთავრი ამოცანაა, რომ ბინის ფასი და ბინის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები შემცირდეს, რომ ბინის გაყიდვები გაიზარდოს.

 

უფრო სწორად ამ კრიზისის პერიოდში გაყიდვები არ შემცირდეს, იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკა არის კრიზისულ პერიოდში, ადამიანებს შემოსავალი უმცირდებათ, ზოგიერთი კარგავს სამსახურს.

 

– მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს სესხის აღებას, მოუწევს სხვა დამატებითი პროცედურების გავლა, თუ რჩება იგივე პროცედურები, რაც აქამდე იყო ?

 

– პროცედურები რჩება იგივე, რაც აქამდე იყო სესხის აღების დროს.

 

პროცესი, რომ წარმოიდგინოთ დაახლოებით მოხდება ისე, როგორც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ხდება – ბიზნესის პროცენტის სუბსიდირების შემთხვევაში.

 

თქვენ მიდიხართ, ავსებთ განაცხადს და თუ აკმაყოფილებთ იმ კრიტერიუმებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, შემდეგ უკვე სახელმწიფო შემოდის ამ ხელშეკრულებაში როგორც მხარე. ბანკის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა დაუმტკიცებს თუ არა სესხს. სახელმწიფო ვერ გააკეთებს საკრედიტო პროფილის ანალიზს.

 

 – ეკონომიკის ექსპერტებისგან გამოითქვა ასეთი მოსაზრება – ხომ არ ჯობდა გადასახადების შემცირება და სამშენებლო სექტორის ამ მიმართულებით დახმარება? 

 

 

– ჯერ ერთი სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, მათ შორის დღგს ნაწილში.

 

თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ მთავრობა შეიძენს
2020-05-28თუ სამშენებლო კომპანია ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მათ მთავრობა შეიძენს

 

ამის გარდა დამატებით საგადასახადო ტვირთის შემცირება ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს იმას, რომ 10 ადამიანი აპირებდა გუშინ ბინის შეძენას კოვიდამდე და დღეს აპირებს 2 ადამიანი.

 

8 ბინის ღირებულებაში საგადასახადო ტვირთი, რომელიც სულ რომ განულებულიყო დავუშვათ დეველოპერული სექტორისთვის არის მიზერული თანხა.

 

თუ ბინა ღირს 30 000$ პირობითად, ამ ბინაში გადასახადების მოცულობა, რასაც იხდის სექტორი არის დაახლოებით 1000-1500$.

 

შესაბამისად ამ გადასახადების ტვირთის ამ დოზით შემცირება ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს სექტორისთვის იმას, რომ ის ერთ ბინას ვეღარ გაყიდის.

 

ამიტომ ეს არ არის სწორი არგუმენტაცია.

 

– იგივე ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ სახელმწიფო ამ ღონისძიებით ეხმარება საშუალო, ან მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, როგორია თქვენი არგუმენტი? 

 

– სექტორის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ შეუმცირდათ უძრავი ქონების გაყიდვები, რომელიც ისედაც ისეთი პროდუქტია, რომ გაჭირვებილი ადამიანი ვერ ყიდულობს.

 

გაჭირვებული ადამიანი აშენებს და ჩართულია მშენებლობის პროცესში.

 

ამიტომ უნდა მივეხმაროთ ჩვენ სექტორს გაყიდვვების გაზრდაში, ის გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობენ, ამზადებს ავეჯს, იმან შეძლოს ამ პროცენტით სარგებლის მიღება.

 

რა თქმა უნდა გაყიდვების ზრდაში მთავარი არგუმენტი და შინაარსი არის ის, რომ მივეხმაროთ ვინც დგას ამ პროდუქტის შექმნის უკან. ამიტომ ასეთი შეფასება არასწორია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები