16:00 | 2020-05-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

დემონსტრანტები კაპიტოლიუმში იარაღით შევიდნენ – რა ხდება?

დემონსტრანტები კაპიტოლიუმში იარაღით შევიდნენ – რა ხდება?

მიჩიგანის შტატის დედაქალაქ ლენსინგში, კორონავირუსი გამო დაწესებული კარანტინის საწინააღმდეგოდ აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა 700-მდე ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

დემონსტრანტების ნაწილმა კაპიტოლიუმში შესვლა მოითხოვა – შენობა, სადაც მდებარეობს შტატის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო. პოლიციამ და პარლამენტის წარმომადგენლებმა მათ შესვლის უფლება მისცეს.

 

შესვლის წინ თითოეულ მათგანს ტემპერატურას უზომავდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი, რომელიც კაპიტოლიუმში შეუშვეს, შეიარაღებული იყო. იარაღის მქონე აქტივისტების ფოტო ტვიტერზე დემოკრატმა სენატორმა დეინა პოლიჰანკიმ გამოაქვეყნა.

 

 

პოლიციაში განმარტავენ, რომ მიჩიგანის კანონის მიხედვით, მოქალაქეს იარაღის თავისუფლად ტარების უფლება აქვს, მათ შორის კაპიტოლიუმში.

 

აქციის შემდეგ, კომისიამ კარანტინის შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ საკითხი დროებით გადადო.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X