15:11 | 2021-07-14 ავტორი: Prime Time

დელტა ვარიანტმა მთლიანად შეცვალა სურათი – გიორგი ფხაკაძე საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

დელტა ვარიანტმა მთლიანად შეცვალა სურათი – გიორგი ფხაკაძე საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მუდმივად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას კორონავირუსის ახალი შტამებსა და ვაქცინაციის მეთოდებზე.

 

პროფესორი, უცხოურ წყაროებზე, კვლევებზე დაყრდნობით გვიზიარებს ინფორმაციას, რომელი ვაქცინაა უფრო ეფექტური, რომელი შტამი უფრო მავნებელია და ა. შ.

„ფაიზერი“ შემოსულა, მითხარით, რა ვთქვი და რა არ მოხდა - გიორგი ფხაკაძე
2021-07-14„ფაიზერი“ შემოსულა, მითხარით, რა ვთქვი და რა არ მოხდა - გიორგი ფხაკაძე

 

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას აქვს პრობლემები და ეს ამერიკის წამლის სააგენტომ ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა.

 

დღეს კი წერს, რომ დელტა ვარიანტმა მთლიანად შეცვალა სურათი. ჩინური ვაქცინები ვერ უმკლავდებიან ამ ვარიანტს.

„ნახეთ ტაილანდის და სინგაპურის ბოლო გადაწყვეტილებები და მიხვდებით, რომ ჩინური ვაქცინები ფაიზერის ბუსტერის გარეშე ვერ უმკლავდებიან დელტა ვარიანტს.

 

ტაილანდი – ჩინური ვაქცინის პირველი ან მე-2 დოზიდან 3-4 კვირაში ასტრაზენეკას ბუსტერს იყენებს.

სინგსპური – საერთოდ ამოიღო ჩინური ვაქცინები, დელტასთან ბრძოლაში არაეფექტურობის გამო.

 

 

მანამდე ბაჰრეინში და საუდის არაბეთში ფაიზერის ბუსტერის გამოყენება დაიწყეს….

ჩვენთან კი …. კიდევ ვსაუბრობთ და მკურნალობას ვაგრძელებთ რემდესივირით (ყველგან რომ ამოიღეს ხმარებიდან არაეფექტურობის გამო)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

თინა ხიდაშელის პოსტკოვიდური სინდრომი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X