19:52 | 2021-07-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„დელტა“ შტამით ინფიცირებული ერთი ადამიანი 12-ს აინფიცირებს – ზაზა წერეთელი

„დელტა“ შტამით ინფიცირებული ერთი ადამიანი 12-ს აინფიცირებს – ზაზა წერეთელი

„დელტა“ შტამი იმიტომ არის ვერაგი, რომ ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და ერთი ადამიანი 12-ს ასნებოვნებს.“- ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

 

მისი თქმით მეოთხე ტალღას სხვა ქვეყნები უფრო მომზადებულები ხვდებიან ვიდრე საქართველო.

 

„ბევრ ქვეყანაში დაიწყო მესამე-მეოთხე ტალღა იმის გამო, რომ ახალი, „დელტა“ შტამი გამოჩნდა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. საინტერესოა განსხვავება თუ როგორ შევიდა ამ ახალ შტამი სხვა ქვეყნები და საქართველო.

 

სხვა ქვეყნები შევიდნენ წარმატებული მასობრივი ვაქცინაციის ფონზე. არის ქვეყნები სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა 50-60 %-ს აღწევს. საქართველოში კი ორი დოზით აცრილი ადამიანების რიცხვი  მხოლოდ 3-4-%-ია.

 

„დელტა“ შტამი იმიტომ არის ვერაგი, რომ ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და ერთი ადამიანი 12-ს ასნებოვნებს.“- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

ჟურნალისტის კითხვას, იცავს თუ არა „დელტა“ შტამისგან ჩინური ვაქცინა?! ზაზა წერეთელი პასუხობს:

 

„ერთი რაც შეიძლება ითქვას „სინოფარმზე“ და ამას თავად ჩინელებიც ამბობენ, ეს ვაქცინა ყველა შემთხვევაში დაგიცავთ ლეტალობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან. რამდენად ეფექტურია და დაგიცვათ სიმპტომური თუ ასიმპტომური ​„დელტა“ შტამისგან, ეს ცოტა რთული საკითხია.“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X