16:00 | 2021-07-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დელტა შტამი წლამდე ასაკის ბავშვებში განსკაუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს – ციციშვილის კლინიკა გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს

დელტა შტამი წლამდე ასაკის ბავშვებში განსკაუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს – ციციშვილის კლინიკა გამაფრთხილებელ ინფორმაციას ავრცელებს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორი მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

„ამჟამად რეანიმაციაში 18 პაციენტი წევს, რომელთაგან ორი ჩვილია. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით ერთი ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც „დელტა” შტამი აქვს დადასტურებული, კრიტიკულად მძიმეა. ყველანაირი პარამეტრების მიხედვით ხდება მკურნალობაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ამჯერად მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება”, – განაცხადა მაია ჩხეიძემ.

 

მისივე თქმით, ციციშვილის სახელობის კლინიკაში სულ 71 ბავშვი მკურნალობს.

 

„ყოველ დღე თითქმის 10-14 პაციენტი შემოდის. ამ დროისთვის თავისუფალი საწოლები გვაქვს. ჩვენ არც ერთი დღე, რაც ოქტომბრიდან დავიწყეთ კოვიდ მიმღებად მუშაობა, არ გავჩერებულვართ. ზოგადად, ავადობა არის ძალიან მომატებული, რადგანაც ცირკულირებს „დელტა” შტამი და ძალიან გადამდებია, ამიტომ არის ავადობა მომატებული. რაც უფრო მეტი იქნება ავადობა, მით მეტი მძიმე პაციენტი იქნება და მძიმე მიმდინარეობა როგორც ბავშვებში, ისე დიდებში. ამ მხრივ, ბავშვებიც არ არიან გამონაკლისი, რადგან წლამდე ასაკის ბავშვებში განსკაუთრებულად მძიმედ მიმდინარეობს. კორონა ყველა ორგანოს აზიანებს, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებით ფილტვები ზიანდება”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!