12:28 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

„დელტა“ შტამი იპოვის ყველას, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს“ – ამერიკელი ექიმი

„დელტა“ შტამი იპოვის ყველას, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს“ – ამერიკელი ექიმი

„კორონავირუსის ძლიერი და სწრაფად გავრცელებადი „დელტა“ შტამი იპოვის ყველას, ვისაც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს“,- ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების წამყვანმა ექსპერტმა და Mayo Clinic-ის ექიმაა, გრეგორი პოლანდმა განაცხადა.

 


პოლანდი არავაქცნირებულ პირებს მიმართავს და იმუნიზაციისაკენ მიუთითებს.

 

„აუცილებლად გვექნება ახალი ტალღა. ნუ იფიქრებთ, რომ „აი, აქამდე მივაღწიე და არაფერი მომივიდა, კარგად ვარ“. დელტა ძალიან განსხვავებული შტამია. ის გიპოვით. და იპოვის ყველას, ვისაც ვირუსის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს. თუ ვაქცინირებული არ ხართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგახართ. რაც უფრო მეტი პირი იქნება არავაქცინირებული, ახალი შტამები გაჩნდება, თან ისეთები, რომლებიც ვაქცნიერების ეფექტურობას თავს დააღწევენ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მტრები ჩვენივე თავების ჩვენვე ვართ“,- განაცხადა გრეგორი პოლანდმა.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!