fbpx
20:33 | 2021-01-13 ავტორი: Prime Time

როგორ უნდა შევხედოთ და გავიაზროთ სასწაულები – დეკანოზი თამაზ ლომიძე მათ მნიშვნელობას განმარტავს

როგორ უნდა შევხედოთ და გავიაზროთ სასწაულები – დეკანოზი თამაზ ლომიძე მათ მნიშვნელობას განმარტავს

სასწაულებს მხოლოდ იმ ზომის მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ სარწმუნოებაში, რასაც ნიშნებს და წარწერებს ვანიჭებთ ხოლმე გზაზე. მაგალითად, მცხეთაში როცა მიდიხართ და გზატკეცილზე დავინახავთ წარწერას “მცხეთა”, ამ წარწერაში შევარდნას ხომ არ ვცდილობთ და არც ამ ნიშნის დანახვისას ვჩერდებით მის ძირში და ვთვლით, რომ უკვე მცხეთაში ვართ?! , – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს.

 

„ვიცით, რომ ეს ნიშანი მხოლოდ მიგვანიშნებს საბოლოო და მთავარ მიზანზე. ასევეა ქრისტიანობაშიც: სასწაულები არავითარ შემთხვევაში არ არის მიზანი და მათ მხოლოდ იმ ზომის ყურადღება და მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რამდენადაც სასწაულები მინიშნებაა ყოვლადძლიერ და ყოვლისშემძლე ღმერთზე. ასე უნდა შეხედოთ ბიბლიაში აღწერილ სასწაულებსაც. ისეთ სასწაულს, რომელიც სრულიად არაფერს მიგვანიშებს და გვასწავლის ღმერთზე და მხოლოდ გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს ხალხში, არავითარი ღირებულება არ გააჩნია ქრისტიანისთვის, ვისი ხელითაც არ უნდა ხდებოდეს ისინი.

 

მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი, რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?! - ქეთი დოლიძე
2021-01-13მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი, რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?! - ქეთი დოლიძე

 

იკითხავთ მაინც, რას და როგორ უნდა მიმანიშნებდეს სასწაულიო. მაგ. როცა ქრისტე დაბადებიდან ბრმას სასწაულებრივად უბრუნებს მხედველობას, ეს მიგვანიშნებს, რომ ჩვენც სულიერად ბრმანი ვართ ყველა და ერთადერთ ღმერთს შეუძლია ჩვენთვის თვალის ახელა. მხოლოდ ღმერთია ნამდვილი სულიერი სინათლის წყარო. ასევე, როცა ქრისტე 5000 კაცს სასწაულებრივად დააპურებს 5 პურით, ეს მიგვანიშნებს, რომ სინამდვილეში ღმერთია ის, ვინც გვაძლევს ჭეშმარიტ საზრდოს. ასევე, როცა უფალი მკვდარს აღდგენს, ეს მიგვანიშნებს, რომ ღმერთია სიცოცხლის წყარო და ის აძლევს სიცოცხლეს ყოველივეს.

 

ესაა წესი თუ როგორ უნდა შევხედოთ და გავიაზროთ სასწაულები და მათი მნიშვნელობა ბიბლიაშიც და ჩვენს ცხოვრებაშიც“, – წერს დეკანოზი თამაზი.

ავტორი: Prime Time
X