00:46 | 2020-07-10 ავტორი: თამთა თორდია

დეკანოზი გიორგი ბასილაია სოფელ ბანძიდან სვეტიცხოვლისკენ მეოთხე დღეა ფეხით მიემართება

დეკანოზი გიორგი ბასილაია სოფელ ბანძიდან სვეტიცხოვლისკენ მეოთხე დღეა ფეხით მიემართება

„სენაკის ქრონიკები“ დეკანოზ გიორგი ბასილაიაზე ინფორმაციას აქვეყნებს.

 

მათი თქმით, დეკანოზი სოფელ ბანძიდან წმინდა გიორგის ხატით ხელში სვეტიცხოვლის მიმართულებით მე-4 დღეა მიემართება.

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ბასილაია სოფელ ბანძიდან წმინდა გიორგის ხატით ხელში სვეტიცხოვლის მიმართულებით მე-4 დღეა მიემართება და მსვლელობას 13 ივლისს, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს მცხეთაში დაასრულებს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: თამთა თორდია

X