fbpx
00:25 | 2020-06-19 ავტორი: თამთა თორდია

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სალექციო კურსი 220 ლარი ღირს – კურსი ქრისტიანობის შესახებაა

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სალექციო კურსი 220 ლარი ღირს – კურსი ქრისტიანობის შესახებაა

აზროვნების აკადემიის ონლაინ პლატფორმაზე ვკითხულობთ, რომ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სალექციო კურსი 220 ლარი ღირს. აღწერაში წერია, რომ კურსი ქრისტიანობის შესახებაა.

 

„აღნიშნული სალექციო კურსი არის ქრისტიანობის შესახებ. კურსი არის ფორმით პოპულარული, არააკადემიური.

 

ვინც ამ შეხვედრების ციკლს მოისმენს, იმედია, გაუჩნდება კითხვები ქრისტიანობის შესახებ და შესაძლებელია, მან ქრისტიანობა სხვანაირად დაინახოს, ჩაუღრმავდეს, დაიწყოს ძიება.

 

„ეს არის გააფრთებული ბრძოლა ეშმაკთან“ - მამა აკაკი პანდემიაზე და კვეთებულის ლოცვაზე
2020-06-15„ეს არის გააფრთებული ბრძოლა ეშმაკთან“ - მამა აკაკი პანდემიაზე და კვეთებულის ლოცვაზე

 

კაცობრიობის ისტორია მხოლოდ ომების ისტორია და პოლიტიკის ისტორია ხომ არ არის  – ეს ხომ აზროვნების, განვითარების ისტორიაც არის და როგორც ვითარდებოდა კაცობრიობის ისტორია, ფილოსოფიური და რელიგიური სისტემები, ისე ისახება საკაცობრიო განვითარების სურათიც.

 

ქრისტიანობას, როგორც ერთ-ერთ რელიგიას ამ შემთხვევაში აქვს საფუძველი და მიზეზი იმისა, რომ საინტერესო იყოს; მე როგორც ქრისტეს მღვდელი, ქრისტიანობის მიმდევარი ვამბობ, რომ იგი უნიკალურია, აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა რელიგიისაგან და ეს ვლინდება მის თეორიასა და პრაქტიკაში;

 

ვეცდები, რომ ჩვენს საუბრები წარმოჩინდეს არა ისე, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს არამედ, თქვენ გაგიჩნდეთ კითხვები, დაინტერესდეთ და მერე თქვენ ეძებოთ და თქვენი თავისუფლებით დაინახოთ ის, რაც ოდესღაც მე ჩემი თავისუფლებით დავინახე. ყველას შეგვეწიოს უფალი, ჩვენი იესო ქრისტე“, – წერია აზროვნების აკადემიის ონლაინ პლატფორმაზე.

ავტორი: თამთა თორდია
X