09:54 | 2021-04-17 ავტორი: Prime Time

დედის თანამშრომელმა, გააუპატიურა… თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოდან კი პირდაპირ მოძალადეზე გაათხოვეს – რას იხსენებს იურისტი ნესტან ლონდარიძე

დედის თანამშრომელმა, გააუპატიურა… თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოდან კი პირდაპირ მოძალადეზე გაათხოვეს – რას იხსენებს იურისტი ნესტან ლონდარიძე

მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა, ძალიან ბევრი ადამიანი ალაპარაკდა ამ თემაზე. ნაწილი თავის ამბავს იხსენებს, ნაწილი მეგობრის…

 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე ქალთა მიმართ ძალადობას სოციალურ ქსელში ემიანება და პირადი საქმეებიდან ერთ ამბავს იხსენებს.

 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“, როდესაც ჩემთან კონსულტაციაზე ახალგაზრდა ქალი მოვიდა. გაოგნებული ვუყურებდი, მისი წონა 45 კგ თუ იქნებოდა. უჭირდა საუბარი, რთული იყო იმის გადმოცემა, თუ როგორ იძალადა მასზე დედის თანამშრომელმა, გააუპატიურა, როდესაც გოგონას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა.

 

დავინახე, როგორ ჩაუდო ჯიბეში კონვერტი, რომელშიც თანხა იდო - ქალი, რომელიც სავარაუდოდ თავისი შვილის გასხვისებას შეესწრო, ექიმს ამხელს
2021-04-16დავინახე, როგორ ჩაუდო ჯიბეში კონვერტი, რომელშიც თანხა იდო - ქალი, რომელიც სავარაუდოდ თავისი შვილის გასხვისებას შეესწრო, ექიმს ამხელს

 

თვითმკვლელობა სცადა, დიდი რაოდენობით მედიკამენტი დალია. საავადმყოფოდან კი პირდაპირ მოძალადის სახლში მოხვდა, ცოლად გააყოლეს.

 

„ხალხი რას იტყვის“ აი ამ სიტყვებმა გაწირა მისი ცხოვრება. ამით არაფერი დამთავრებულა, კაცი გამუდმებით ძალადობდა, ის კი ხმას ვერ იღებდა წლების განმავლობაში. შიშის გამო, იმის გამო, რომ ფიქრობდა ვერავინ დაიცავდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. სამი შვილი ჰყავდათ, სამივე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემებით.

 

ფეხმძიმობისას მხოლოდ ხახვი და პური ჰქონდა, არა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ, არამედ ესეც ძალადობის ფორმა იყო, ყოველი სიტყვის შემდეგ, მეგონა ამაზე მეტ საშინელებას ვეღარ მომიყვებოდა, ბავშვები რომ ტიროდნენ და რძეს ითხოვდნენ, მამა მიდიოდა და რძე მოჰქონდა, მაგრამ ოჯახის თვალწინ თავად დალევდა და შემდეგ ინახავდა.

 

მან შეძლო და წლების შემდეგ ხმა ამოიღო ბავშვების გამო. ამ დღიდან დაიწყო ბრძოლა, არასოდეს დამავიწყდება სასამართლო დარბაზი, მოძალადე თავიდან ცდილობდა მოსამართლის წინ სახე არ დაეკარგა, მაგრამ ვერ შეძლო.

 

ჩვენსკენ წამოვიდა განრისხებული სახით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემთან კვლავ მოვიდა ახალგაზრდა ქალი. ცნობა შეუძლებელი იყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამის შემდეგ კიდევ იყო არაერთი საქმე, მიხარია, რომ დღეს შედარებით ბევრი ქალი საუბრობს ძალადობაზე.

 

ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, შევქმნათ უკეთესი მომავალი, ძალადობის გარეშე. მთავარია შეძლოთ ხმა აიმაღლოთ, მარტო არ ხართ. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი.

ავტორი: Prime Time


X