fbpx
17:48 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

„დედის გარდაცვალების დროს პატარას ეძინა, უფროსი კი ყველაფერს შეესწრო და სრული შოკი მიიღო“ – უმძიმესი ტრაგედია

„დედის გარდაცვალების დროს პატარას ეძინა, უფროსი კი ყველაფერს შეესწრო და სრული შოკი მიიღო“ – უმძიმესი ტრაგედია

„ამბობდა, იმიტომ უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემი შვილები მარტო არ დავტოვოო“, – წერს ჟურნალი „სარკე“ 23 წლის მარიამ ძაგნიძეზე, რომელიც ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ახალგაზრდა, ქუთაისელი ქალი ვერაგ დაავადებას 4 წელი ებრძოდა, მაგრამ დამარცხდა.

 

მარიამ ძაგნიძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ქუთაისში დაუსვეს. მანამდე ყვარელში ექიმი ნერვის ანთებაზე მკურნალობდა. როდესაც ოჯახმა საქართველოში ყველა რესურსი ამოწურა, მარიამი ქმართან ერთად საფრანგეთში წავიდა – მკურნალობის გაგრძელება ლტოლვილის სტატუსით უნდოდა. საავადმყოფოში მოხვედრამდე ცოლ-ქმარს ქუჩაში ეძინა. მერე კი, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ მარიამის დღეები დათვლილი იყო, სამშობლოში დაბრუნდნენ.

 

როგორც ახლობლები ყვებიან, სიკვდილამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მარიამსა და ბექას მოძღვარმა ჯვარი დასწერა. ახალგაზრდა ქალი გონებაზე მოსულა, მღვდლისთვის მადლობა გადაუხდია და მალევე გარდაცვლილა.

 

მას ორი შვილი – 5 და 7 წლის – გოგონები დარჩა.

 

„გარდაცვალების დროს პატარას ეძინა, უფროსი კი ყველაფერს შეესწრო. დაინახა, როგორ წავიდა დედა და სრული შოკი მიიღო. უფალს უთხრა საყვედური, არ მიყვარხარ, რატომ წამართვი ჩემი დედიკო, რატომ წაიყვანე, ის ხომ ახალგაზრდა იყოო.

 

პატარას გაღვიძებისთანავე უკითხავს, ჩემი ლამაზი დედიკო სად არისო. ჩემს დედამთილს უთქვამს, ანგელოზებმა წაიყვანესო. რატომ მოგვტაცეს, მამიკო სად იყო ამ დროსო.

 

სულ სხვანაირი დედა გაუშვეს საფრანგეთში და სულ სხვანაირი დაუბრუნდათ. თმის ღერიდან, ფეხის ფრჩხილამდე ყველა ადგილს უკოცნიდნენ, ეფერებოდნენ, დიდი ქალებივით უვლიდნენ. ხატებთან იდგნენ და ლოცულობდნენ, რომ დედა კარგად ყოფილიყო“, – ყვება მარიამ ძაგნიძის ძმის ცოლი, თიკო კუხიანიძე.

 

ფოტოზე: ნათია ძაგნიძე მეუღლესთან ერთად

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X