00:43 | 2020-06-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“დედიკო, ჩემო ცხოვრებავ, არ დამტოვო” – თამარ ივერის ემოციური მიმართვა დედას

“დედიკო, ჩემო ცხოვრებავ, არ დამტოვო” – თამარ ივერის ემოციური მიმართვა დედას

მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო – თამარ ივერი სოციალურ ქსელში კლინიკაში მწოლიარე ავადმყოფი დედის ვიდეოს თან ურთავს ემოციურ წარწერას:

 

“დედიკო, ჩემო ცხოვრებავ! ჩემთვის იცოცხლე. არ დამტოვო, ღმერთს ვევედრები. შენ ძლიერი და მებრძოლი ხარ. მჯერა გამოვძვრებით!” – წერს მომღერალი “ფეისბუქზე”.

 

 

84 წლის მერი ჯავახიშვილი გერმანული ენის სპეციალისტია და მომღერალი ქმარ-შვილის შემხედვარე, სიმღერაზე შეყვარებული იყო, სახლში თავადაც მღეროდა. როგორც თამარ ივერმა “პრაიმტაიმთან” განაცხადა, უკვე რამდენიმე დღეა დედამისი თავს ცუდად გრძნობს, საკვების ყლაპვა უჭირს.

 

თამარ ივერი: – ყელში სოკო და ეროზიები აქვს. საჭმელი არ გადასდიოდა, უკან აბრუნებდა.

 

კლინიკაში მოსულებმა კი აღმოვაჩინეთ, რომ ფილტვებშიც წყალი აქვს თანდართული მწვავე ანთებით. ორი დღეა დამძიმდა და იმედი მაქვს, გამოძვრება. ძალიან განვიცდი. მადლობა ყურადღებისთის…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები