17:25 | 2020-05-10 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დედებისგან მიტოვებული ბავშვების მკვლელი ქალის ბოლო სიტყვები: „ღმერთო, ნუ დამტანჯავ“

დედებისგან მიტოვებული ბავშვების მკვლელი ქალის ბოლო სიტყვები: „ღმერთო, ნუ დამტანჯავ“

ქალთა ისტორიები

 

ახალ ზელანდიაში ბავშვების შეშინება მინი დინით, რომელიც მათთან მივიდოდა, თუ ცუდად მოიქცეოდნენ, ჩეულებრივი ამბავი იყო.

 

ნამდვილად კლავდა თუ არა ქალი მიტოვებულ ბავშვებს? მაშინაც კი, თუ ჩვენ ვერასდროს გავარკვევთ სიმართლეს, ის მაინც ერთადერთ სიკვდილით დასჯილ ქალად დარჩება ახალ ზელანდიაში.

 

ვილიამინა დინი დაიბადა 1844 წელს. იგი იყო ჩვეულებრივი კონდუქტროის ქალიშვილი, თუმცა, თავს საშუალო კლასის, განათლებულ ქალად წარმოაჩენდა.

 

დინი ფულს გამოიმუშავებდა მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვებისთვის თავშესაფრის მიცემით – რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ.

 

ცნობილია, რომ მისი ზედამხედველობის ქვეშ, სხვადასხვა დროს იყო 27 ბავშვი, რომელთაგან 10 გადარჩა, 6 – გარდაიცვალა. დანარჩენების ბედი ბურუსითაა მოცული.

 

თავად დინი ირწმუნებოდა, რომ შვიდი ბავშვი გაშვილდა და მიმღებ მშობლებს არ სურდათ გამოჩენა. სთხოვეს, შვილად აყვანის პროცედურა საიდუმლო ყოფილიყო.

 

პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ დაკარგული ბავშვები მზრუნველ ოჯახებში კი არ მოხვდნენ, არამედ – მოკლეს.

 

დღესდღეობით დინს „მეურვეს“ დავუძახებდით, მაგრამ მაშინ გამოიყენებოდა ტერმინი „ბავშვთა ფერმერი“ (baby farmer). იმ წლებში – XIX საუკუნის ბოლოს, – ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები ექვემდებარებოდნენ საზოგადოებრივ განკიცხვას.

 

 

არაკეთილსინდისიერ, უღირს საქციელში შემჩნეულ ქალებს კი მძიმე სასჯელი ან სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

 

დაახლოებით 10-20 ფუნტის სანაცვლოდ, დინის მსგავს ქალებს შეეძლოთ პრობლემის მოგვარება. სასოწარკვეთილი დედები უხდიდნენ ფულს და ის არასასურველ პირმშოს იბარებდა და უვლიდა.

 

ცნობილია, რომ დინის 27 ბავშვიდან  მინიმუმ 16 „არაკანონიერი“ იყო.

 

მინი ერთადერთი ქალი არ იყო, ვინც ამ გზით ირჩენდა თავს. ზოგიერთი ოჯახი საკმაოდ მოსიყვარულე იყო, მაგრამ ეს არ იყო მათი მთავარი ფუნქცია. „ბავშვების ფერმერებს“ უნდა გაეთავისუფლებინათ ქალი არასასურველი შვილისგან და ეს იყო მნიშვნელოვანი.

 

ვილიამინა ახალ ზელანდიაში პირდაპირ შოტლანდიიდან ჩავიდა და როგორც ამბობდნენ, თავისი „უკანონო“ შვილის დასამალავად.

 

იქ იგი შეხვდა ჩარლზ დინს, სუსტი ხასიათისა და დაუდევარ კაცს. ჩარლზს უყვარდა დალევა და უსაქმურობა. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ საუთლენდში.

 

ხან სიღარიბეში იხრჩობოდნენ, ხან სულს მოითქვამდნენ ხოლმე, მცირე ხნით. საბოლოოდ ოჯახი უინტონში გადავიდა.

 

 

ჩარლზ დინმა ღორების მოშენება დაიწყო, ვილიამინამ კი არასასურველი შვილების მიღება მხოლოდ იმისთვის, რომ თავი გაეტანათ.

 

1880-1890 წლებში დინმა გაზეთს რამდენიმე ანონიმური განცხადებაც კი მიაწოდა: „დაქორწინებულ ქალბატონს სურს ბავშვების მიღება სოფელში, კომფორტულ სახლში”.

 

ისტორიკოსი ლინლი ჰუდი, თავის წიგნში „მინი დინი – მისი ცხოვრება და დანაშაულები“ – წერს: „ეჭვგარეშეა, რომ მინის უყვარდა თავისი აღსაზრდელები და იგი მაქსიმალურად ზრუნავდა მათზე“.

 

1890 წელს პოლიცია დაინტერესდა დინის ოჯახის საქმიანობით: ამ დროისთვის მისი მზრუნველობის  ქვეშ იყო სამ წლამდე ასაკის, დაახლოებით 9 ბავშვი.

 

რა თქმა უნდა, სახლი გადატვირთული იყო და ბინძურიც. ბავშვები მოუვლილი იყვნენ. ერთი წლის წინ კი ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა.

 

რაც, არც თუ ისე იშვიათი იყო იმ პერიოდში, რადგან ჩვილების სიკვდილიანობა მაღალი იყო, მაგრამ დინების ოჯახი კვლავ აცხადებდა, რომ ისინი ბავშვებს კიდევ დაიმატებდნენ.

 

რაც ხდებოდა მათი სახლის კარის მიღმა, იყო საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც პოლიცია ცდილობდა.

 

 

1895 წელს პოლიციამ მოახერხა ფაქტის პოვნა. გაზეთების გამყიდველმა დაინახა, რომ მინი  მატარებელში ავიდა, თან ახლდა ბავშვი და ჰქონდა ყუთი, ქუდით, მაგრამ როდესაც დაბრუნდა, ბავშვი მასთან ერთად არ იყო.

 

დინმა მოგვიანებით აღიარა, რომ მატარებელში ბავშვი ბალიშზე დააწვინა. პატარას ეძინა. დინმა გოგონას ლუდანუმის გადაჭარბებული დოზა დაალევინა – ოპიუმის ნაყენი,  რომლითაც იმ დროს ყველაფერს მკურნალობდნენ.

 

ვერ გაიანგარიშა დოზა და მოკლა ბავშვი. დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი ქუდის ყუთში დამალა. გარდაცვლილი გოგონას და კიდევ ორი ​​ბავშვის ცხედარი დინების ბაღში დაკრძალული იპოვნეს. მინი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

 

ეს იყო სენსაცია: ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალს ასამართლებდნენ, მაგრამ ეს იყო პირველად, როცა ქალს ასეთი სერიოზული ბრალდება ჰქონდა. პროცესი გარკვეულწილად თეატრალური იყო.

 

ადგილობრივმა საქმოსნებმა ბიზნესიც კი წამოიწყეს – ისინი ყიდდნენ ქუდის ყუთებში ჩალაგებულ თოჯინებს.

 

 

დინი წარმოადგინეს ბავშვთა მკვლელ ურჩხულად. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ის მიეკუთვნებოდა „ბავშვთა ფერმების“ სისტემას.

 

მანამდეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალები ბავშვების მკვლელობის გამო გაასამართლეს, მაგრამ მათ სიკვდილით დასჯა უვადო პატიმრობით შეუცვალეს.

 

მინი დინი გახდა ბრენდი, მისი სასამართლო პროცესი იმ სპექტაკლში გადაიზარდა, რომელსაც ახალგაზრდაც და მოხუციც ინტერესით ესწრებოდა.

 

1895 წლის ზაფხულის დილით, დინი ჩამოახრჩეს. როდესაც შერიფმა ჰკითხა, რისი თქმა სურდა საბოლოოდ, მან თქვა: „არაფერი, გარდა იმისა, რომ მე უდანაშაულო ვარ“.

 

მოგვიანებით გაზეთებმა დაწერეს, რომ როდესაც მის ქვეშ ლუქი გაიხსნა, დინმა წამოიძახა: „ღმერთო, ნუ დამტანჯავ!“

 

 

პოლიციამ „ბავშვების ფერმების“ მიმართ ყურადღება გაამკაცრა. მას შემდეგ, თუ მშობლები  ოთხ წლამდე ბავშვის ვინმესთავის რამდენიმე დღის განმავლობაში დატოვებას მოისურვებდნენ, შესაბამისი ანაზღაურებით,  ეს ადგილი უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული, როგორც მინდობით ოჯახი.

 

საუკუნეების განმავლობაში დინმა დიდი ადგილი დაიჭირა ახალი ზელანდიის ფოლკლორში.

 

მისით აშინებდნენ შვილებს, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, მისი აჩრდილი ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე სხვადასხვა ადგილას და ეს კარგს არაფერს მოასწავებდა. თუმცა, ასი წლის შემდეგ, ისინი სხვაგვარად საუბრობდნენ მინიზე.

 

შესაძლოა, ის მართლაც არ იყო ბოროტი? ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არ დახოცა ბავშვები. მას შეეძლო მათი მოწამვლა გაუნათლებლობისა და უყურადღებობის გამო, მაგრამ ამას აკეთებდა შეუგნებლად.

 

2009 წელს ვილიამინას შორეულმა ნათესავმა გადაიხადა ფული იმისთვის, რომ დინის საფლავზე ქვა დაედგა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ყვავილები არავის მიაქვს, ახლა მისი ამბავი უფრო მრავალმნიშვნელოვნად გამოიყურება.

 

წაიკითხეთ ასევე ამ რუბრიკიდან:

უცნაური ამბავი – როგორ შეძლო ოთხფეხა გოგონამ ისტორიაში დახვეწილ პერსონად შესვლა

 

 

11 წლის გოგო გავზარდე, რომელიც 9 ჯარისკაცმა გააუპატიურა – რას ჰყვება 9 შვილისა და 18 შვილობილის დედა

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X