23:22 | 2020-04-14 ავტორი: ნინი ტაველიძე

დედების დღეს დედა დავკარგე – ამაღელვებელი ამბავი გოგოზე, რომელსაც დედა კორონავირუსით გარდაეცვალა

დედების დღეს დედა დავკარგე – ამაღელვებელი ამბავი გოგოზე, რომელსაც დედა კორონავირუსით გარდაეცვალა

დედის დღემდე რამდენიმე კვირით ადრე 33 წლის აია (სახელი შეცვლილია) იმაზე ფიქრობდა რა საჩუქარი გაეკეთებინა დედისთვის. მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საჩუქრის ჩუქების მაგივრად, ამ დღეს დედის დაკრძალვა მოუწევდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

აიას დედა ეგვიპტეში კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევები თებერვლის შუა რიცხვებში დააფიქსირეს. თუმცა, მალევე, მარტის პირველივე კვირას, შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამ დროისთვის ეგვიპტეში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 000-ია, სულ მცირე 160 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

 

                          მინდა ჩაგეხუტო, მაგრამ არ შემიძლია

 

მიუხედავად იმისა, რომა დედამისი ბოლო კვირაში თავს სუსტად გრძნობდა, აიას მის გარდაცვალებაზე არასდროს უფიქრია.

 

„როცა ჩემმა ძმამ ეს ყველაფერი მითხრა, არ დავიჯერე. ვუთხარი რომ ტყუოდა. იმედი მქონდა, რომ აპრილში მისი დაბადების დღისთვის საავადმყოფოდან გამოწერდნენ და ამ ორ დღესასწაულს ერთად ვიზეიმებდით“,- იხსენებს აია.

 

აიას დედა საკარანტინო საავადმყოფოში კორონავირუსზე დადებითი პასუხის დაფიქსირების შემდეგ, სიკვდილის წინა დღეს გადაიყვანეს. როგორც აია ამბობს, პირველ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარებულმა ტესტმა კი ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

 

„დედას ბოლოს სამშაბათ დღეს ველაპარაკე. მამაჩემს კვირას სტენტირება გაუკეთეს, ამიტომ მასთან ვიყავი სულ“,- ამბობს ის.

 

დედასთან ვერ დამშვიდობება აიასთვის ერთადერთი იმედგაცურუება არ ყოფილა.

 

იმ დღეს, როცა აიას დედა გარდაიცვალა, ქვეყნის მასშტაბით ყველა მეჩეთი დაიხურა. ამიტომ აიას დედისთვის სამგლოვიარო ლოცვების წაკითხვა საავადმყოფოს მორგში მოუწია.

 

დედის სააავადმყოფოდან გამოსვენებამ დიდი დრო წაიღო. ამიტომ მისი დაკრძალვა მხოლოდ საღამოს შეძლეს.

 

„ოჯახის ძალიან ცოტა წევრი მოვიდა. ყველა სამედიცინო ნიღბებს და ხელთათმანებს ვატარებდით.

 

ჩემს რძალს ჩემი ხელი ეჭირა და ყურში მეჩურჩულებოდა – მინდა ჩაგეხუტო, მაგრამ არ შემიძლია.

 

დედასან გამომშვიდობება ვერც მამამ შეძლო“, – იხსენებს აია.

 

დედის გარდაცვალების შემდეგ, აიას მამაც იგივე სააავდმყოფოში გადაიყვანეს, რომელშიც დედამისი იწვა. აიას მამასაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„როდესაც ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ძალიან ცუდად ვიყავი“,- ამბობს აია.

 

საბედნიეროდ, აიას მამა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და გასულ კვირას სახლში დაბრუნდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ არც აიას და არც მის ძმას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ორივეს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუხდათ.

 

„ერთმანეთის გვერდით ყოფნა და გამხნევებაც კი არ შეგვეძლო“,- ამბობს აია.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X