19:26 | 2020-06-04 ავტორი: თამარ გონგაძე

“დედაც ვარ და მეგობარიც” – ოლგა ბაბლუანი ნახევრად ფრანგი ქალიშვილის შესახებ

“დედაც ვარ და მეგობარიც” – ოლგა ბაბლუანი ნახევრად ფრანგი ქალიშვილის შესახებ

მსახიობისა და ტელეწამყვანის, ოლგა ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი 16 წლის გახდა. შვილის ფოტო ოლგამ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა წარწერით – “ნასტასია 16 წლის. დედი”

 

ოლგას ნასტასია ლეგრანი მეორე ქორწინებიდან ჰყავს. უფროსი ქალიშვილი ლიანა 25 წლისაა. ამჟამად ანასტასია პარიზში ცხოვრობს. როგორც ოლგა “პრაიმტაიმთან” ამბობს, პანდემიის დროს ჩაკეტილი მიმოსვლისას, ის იქ დარჩა, თვითონ – თბილისში.

 

ოლგა ბაბლუანი: – დამოუკიდებელი ტიპია. ბავშვობიდან ყველგან დაგვყავდა – 3 წლის იყო, პიცას თავისით უკვეთავდა რესტორანში.

 

სამოდელო სააგენტოებიდან აქვს ბევრი შემოთავაზება – 16 წელს ველოდით, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო. ამავდროულად – ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ლიტერატურა აინტერესებს. უყვარს კინო, თეატრი, მეგობრები.

 

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი პარიზში
2020-05-23როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს თემურ ბაბლუანის უმცროსი ქალიშვილი პარიზში

 

ქართული (ალბათ, უფრო სვანური) პიროვნული სიმტკიცე აქვს. ოჯახის მიმართ სითბო, ერთიანობის შეგრძნება აქვს. არის რაციონალური, თავისუფალი, გახანილი და პირდაპირი. ეს უფრო მისი ფრანგული თვისებებია.

 

ქართულად საუბარს ცდილობს, განსაკუთრებით, ბებიასთან და ბაბუასთან.

 

პატარაა ჯერ. ყურადღება მეტი სჭირდება. ლიანას და ნასტასიას შორია 10 წელია სხვაობა. მათი დედაც ვარ და მეგობარიც (რაღაც ზღვარამდე)…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X