fbpx
16:53 | 2020-10-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„დედას დაუბარა საქონლის მოსაძებნად გავდივარო“ – წალენჯიხაში, მამაკაცმა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა

„დედას დაუბარა საქონლის მოსაძებნად გავდივარო“ – წალენჯიხაში, მამაკაცმა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 37 წლის ლაშა შონიას ცხედარი თანასოფლელებმა, სახლთან ახლოს მდებარე ტყეში იპოვეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

 

„საღამოს 8 საათზე გავიდა სახლიდან.დედას დაუბარა საქონლის მოსაძებნად გავდივარო… გვიანობამდე არ გამოჩნდა და სოფელმა დაიწყო მისი ძებნა. ცხედარი იქვე სახლთან ახლოს ვიპოვეთ“, – განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს“ ოჯახის ახლობელმა.

 

შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ხანშიშესულ დედასთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, რომლითაც მამაკაცმა თავი მოიკლა.

 

ავტორი: თეა შონია

 

 

ილია მეორეს სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-10-10ილია მეორეს სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X