11:50 | 2020-07-16 ავტორი: Prime Time

დედას დაბადების დღეზე საჩუქარი გავუკეთე – რას ამბობს ლიფტის ჩავადნისას დაზარალებული ბიჭი

დედას დაბადების დღეზე საჩუქარი გავუკეთე – რას ამბობს ლიფტის ჩავადნისას დაზარალებული ბიჭი

გუშინ, 15 ივლისს, გვიან ღამით ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში მეშვიდე სართულიდან ლიფტი ჩავარდა.

 

ლიფტში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მათგანი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა ახალგაზრდებს ფიზიკური დაზიანება არ ქონდათ და რამდენიმე საათში კლინიკიდან გაწერეს.

 

„პრაიმტაიმი“ ლიფტში მყოფ ახალგაზრდა დაუკავშირდა, რომლის თქმითაც გოგოებს შეეშინდათ და გული წაუვიდათ.

 

„გვიან ღამით პირველის წუთებზე დასთან და ორ მეგობართან ერთად დედაჩემს დაბადების დღეზე საჩუქარი გავუკეთე.

 

უკან დაბრუნებისას როცა ლიფტში შევედით დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ ვიგრძენით სისწრაფე. მივხვდით, რომ ლიფტი ჩაწყდა. ძალიან ვინერვიულეთ დაცემაც ვიგრძენით და ხმაც ძლიერი ჰონდა და დავარდნაც ვიგრძენით. გამოვიძახე სამაშველო და სასწრაფო დახმარება.

ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
2020-07-09ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა

 

სამაშველოს ადგილზე მოსვლამდე იქ მცხოვრებმა ბიჭებმა გვიხსნეს და გაგვიყვანეს. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩემი და მისი მეგობარი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბიჭები კარგად ვართ, გოგოებიც უკეთ არიან, უბრალოდ ფსიქოლოგიური ტრავმა აქვთ.

 

არაფერი არ უნდა შერჩეს კომპანიას 1 წელია, რაც ჩვენს კორპუსს ემსახურება და ყოველ დღე ან იჭედებოდა და ან ცარიელი ლიფტი ვარდებოდა“, – ამბობს ალექსანდრე ფაცაცია.

 

ლიფტში მყოფი თაკო შაინიძის თქმით, გუშინ ტკივილი ვერ იგრძნო, თუმცა დღეს თავს ცუდად გრძნობს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები