22:14 | 2021-04-16 ავტორი: Prime Time

დედაქალაქში კვირას ელექტრომომარაგება შეიზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

დედაქალაქში კვირას ელექტრომომარაგება შეიზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 18 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

„თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის III მასივის I კვარტლის მოსახლეობას.

 

მთაწმინდის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 23:55 საათამდე შეზღუდვა შეეხება ინგოროყვას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

 

ამასთან, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ავტორი: Prime Time


X