15:02 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

დედამიწა ავადაა! – ბავშვების თვალით დანახული პანდემია

დედამიწა ავადაა! – ბავშვების თვალით დანახული პანდემია

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვებს უფრო მეტი და მათთვის გასაგებად ველაპარაკოთ იმ გლობალურ პრობლემაზე, რასაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის. თანაც ისე, რომ პატარებში შფოთვა არ გამოვიწვიოთ.

 

„პრაიმტაიმი“ შემთხვევით შეესწრო ონლაინ გაკვეთილს – სკოლა-გიმნაზია „აია-Gess“-ის ერთ-ერთ IV კლასში ბუნების გაკვეთილზე მასწავლებელი ლია ბაშარული დაინტერესდა, რა იცოდნენ ბავშვებმა კორონავირუსის და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

 

გაკვეთილის მიმდინარეობაზე საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, ბავშვების ინფორმირებულობაზე ის ნახატები და კომიკსები მეტყველებს, რაც ბავშვებმა შესრულებული დავალების სახით ჩააბარეს ლია მასწავლებელს.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ პატარების მიერ დანახულ ახალ დედამიწას, რომელიც მათი აღქმით, ავადაა:

 

ილია წიკლაური ყურადღებას ძირითადად ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს და უკვირს, როგორ უძლებს დედამიწა ასეთ დაბინძურებას, ვინაიდან ადამიანები არ უფრთხილდებიან მას.

 

 

ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღენას ტასუნა ეზიეშვილიც. ის მიიჩნევს, რომ დედამიწა ტყის ჩეხვის და ბეტონის კედლების გამო დავირუსდა.

 

ნიკა ბერიძემ კარგად იცის, რომ მთავარი ხელების ხშირი დაბანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

 

ანასტასია ჯღარკავას თავისი წესები აქვს შემუშავებული, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი COVID-19-ისგან

 

 

ტყუპ დებს – ლიზი და ბარბარე კბილაშვილებს დედამიწა მსგავს ფერებში აქვთ წარმოდგენილი, თუმცა ვირუსის გავრცელებაზე მათ მაინც განსხვავებული ხედვა აქვთ:

 

 

მარიამ ზაქაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი სხვა ინფექციებზე საშიში სულაც არ არის, მაგრამ თავის გაფრთხილება მაინც საჭიროა:

 

 

მარიკო ომიაძის წარმოსახვა ვირუსის გავრცელებასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეებზე საკმაოდ მრავალფეროვანია. მან კარგად იცის თავის დაცვის საშუალებებიც

 

ტყუპი ძმები – გეგა და ლუკა ფერიშვილები პანდემიას კომიქსებით ეხმაურებიან და აბსოლუტურად რეალური დიალოგებით აქვთ აღწერილი მთავარი პრობლემა:

 

 

 

დაიბადა ჩინეთში, დაიმარხა საქართველოში! – ეს საბა სანაიას პროგნოზია, რომელიც რეკომენდაციებთან ერთად თავისი ხელით შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტში ასახა. გთავაზობთ ორ გვერდს ამ ბუკლეტიდან:

 

 

„დედამიწას ყელი ტკივა და კაშნეც იმიტომ უკეთია, სიცხე აქვს და – პირში თერმომეტრი აქვს, ტემპერატურის დასაწევად კი თავზე ცივი ყინული ადევს“ – ასე აღგვიწერა თავისი ნახატი მარიამ ნადირაძემ. ნახატიდანაც ჩანს, მან კარგად იცის, რომ უნდა დავაცემინოთ მოხრილ იდაყვთან და ხელები 20 წამის განმავლობაში უნდა ვიბანოთ:

 

 

ლიკუნა ადუაშვილმა საკუთარ ნამუშევარზე ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია დაიტანა, რაც კორონავირუსთან ბრძოლისას გაგვამარჯვებინებს:

 

 

ელენე გაგნიძეს კარგად აქვს გააზრებული, რომ ის ვინც ხელებს ხშირად იბანს და ჰიგიენას იცავს, პლანეტას ეხმარება!

 

 

დაჩი უმიკაშვილმა იცის, რომ კორონავირუსი თამაში არ არის და დაცულ და მომზადებულ ადამიანს ის არ გადაედება:

 

 

გიორგი მინესაშვილის დედამიწა შველას ითხოვს. Help Me! – ზეცას სთხოვს დახმარებას.

 

ამირან კაპანაძე თვლის, რომ დედამიწამ თავის დაცვის მიზნით შექმნა ვირუსი, რადგან თავი დაეცვა ადამიანებისგან, რომლებიც არ უფრთხილდებიან მას.

 

 

ლუკა ზაქაშვილის ნახატში დედამიწა გარშემოკრულია ვირუსით.

 

 

დანარჩენს ალბათ ლუკა გაკვეთილზე ხვალ განავრცობს. სწორედ ხვალ ბავშვები თავიანთი თვალით დანახულ პანდემიას ლია მასწავლებელს გაუზიარებენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები