14:40 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

VIDEO: დედამ შვილი ცეცხლმოკიდებული სახლის აივნიდან გადააგდო – ბიჭი გადარჩა, დედა დაიღუპა

VIDEO: დედამ შვილი ცეცხლმოკიდებული სახლის აივნიდან გადააგდო – ბიჭი გადარჩა, დედა დაიღუპა

ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გადმოგდებული ბავშვი დაიჭირა და სიკვდილს გადაარჩინა. შემთხვევა არიზონის შტატის ქალაქ ფინიქსში მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიჩიგანელი 28 წლის ყოფილი მეზღვაური ფილიპ ბლენქსი მეგობართან იყო სტუმრად ფინიქსში. მოულოდნელად მან ცეცხლმოკიდებული სახლი დაინახა, რომლის აივანზეც ბავშვიანი ქალი იდგა.

 

შეშინებულ დედას შვილის გადმოგდება უნდოდა, რათა ის როგორმე გადაერჩინა ხანძრისგან. ამ დროს შენობის წინ სხვა მამაკაცი იდგა და ხელებს იშვერდა, რათა ბავშვის დაჭერა მოეხერხებინა.

ბლენქსი არ დაიბნა, სწრაფად გაიქცა სახლისკენ. ბიჭის გადარჩენა მოხერხდა.

 

„ეს მართლაც რომ ბედისწერა იყო. როგორც კი ბავშვი დავიჭირე, რაღაც ღვთიური შეგრძნება დამეუფლა. ბიჭს თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლებოდა… ეს არასდროს დამავიწყდება“, – თქვა ბლენქსმა.

 

ფილიპ ბლენქსი მშობლიურ ქალაქში გმირად გამოაცხადეს, ხოლო ვეტერანთა ადგილობრივმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ მისი სახელობის სტიპენდია დააარსა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X