15:01 | 2020-09-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“დედა სიდონიას ანგელოზები პიაცაზე ვაცეკვე” – თეა დარჩიას ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“დედა სიდონიას ანგელოზები პიაცაზე ვაცეკვე” – თეა დარჩიას ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

მოცეკვავე თეა დარჩია ბათუმის პიაცაზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს – წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელების ცეკვას. მათთან ერთად თეას ქალიშვილი, იოანაც ცეკვავს.

 

ეს ბავშვები კი თეა დარჩიას მოგვარე იღუმენიამ, სიდონია დარჩიამ 13 წლის წინ გააცნო. მას შემდეგ ყოველ ზაფხულს, შვილებთან ერთად გიმნაზია-პანსიონში ატარებს და ბავშვებს ცეკვას ასწავლის.

 

თეა დარჩია: – მეცამეტე წელია ვცდილობ აბ ბავშვებთან ერთად ერთი ცეკვა მაინც მოვამზადო სრულყოფილად. პიაცაზე ცეკვა ძალიან მინდოდა, ქალაქის შუაგულია. ამიტომ დედა სიდონიას ანგელოზები პიაცაზე ვაცეკვე. მომავალ წელს სხვა ლოკაციას ავიღებთ და ასე შეგროვდება ცეკვები ბათუმზე.

 

 

ამ ადამიანებმა წელს ისე მოინდომეს, რომ ეს შედეგი ერთ თვეში დავდეთ. არც მოძრაობები იცოდნენ, არც ნახაზი. არც მე ვარ აქ მთავარი და არც მონაცემები, უბრალოდ ასეთი თაობაა, თუ მოსწონთ ინდომებენ და შეუძლებელს აკეთებენ, თუ არა, ვერაფერს დააძალებ. თავისუფლები არიან ჩვენი თაობისგან განსხვავებით. ჩვენ რაც არ გვინდოდა, იმასაც გვაკეთებინებდნენ, თუმცა მერე ძალით ნასწავლი ბევრი რამ მაინც გამოგვადგა.

 

როგორც ვიცი, ბოლო დროს თავად ზრუნავთ კოსტუმებზე… 

 

– იდეა, რა თქმა უნდა, ყოველთვის კონკრეტული ცეკვიდან მოდის და მერე უკვე კოსტუმის ესკიზს ვაკეთებ და ბოლოს ვკერავთ. ამ გოგოებიდან პატარებს იოანას სამოსი აცვიათ, დიდებს – ჩემი. ბათუმში რვა ჩემოდნით ჩამოვდივარ და ერთი პატარა ჩანთით მივდივარ. მაბედნიერებს ჩემი შვილების ტანსაცმელებს რომ მოირგებენ ხოლმე აქაური ბავშვები. უკვე 13 წელია ბავშვთა სახლის ეზოში პატარა იოანებს, მარიამებს, მირიანებს და გაბრიელებს ვხედავ.  

 

მათთან ვარ სამი თვით ზაფხულში და ერთი თვით ზამთარში. ჩემს ხელში გაიზარდნენ, ერთი თაობა უკვე დავათხოვეთ კიდეც.

 

 

იღუმენია სიდონია დარჩიამ ყოველთა ქართველთა წმინდანთა მონასტერი ააშენა და იქ მოდიან ხოლმე ეს ბავშვები წირვაზე. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის და დედა სიდონიას ლოცვა-კურთხევით გაიზარდნენ, რაღაც პერიოდში შეიძლება დროებით გადაუხვიონ ხოლმე მთავარ გზას, მაგრამ მერე ყველანი აუცილებლად ბრუნდებიან, რადგან ასეთი სიყვარულით სხვაგან ვერსად დაიტენები.

 

მე თვითონ ვიცი, როგორი სიყვარულის სისავსეა იქ, გულს ითბობ, სულს ასვენებ, აზრებს ფილტრავ, აუცილებელი წამალია. თუკი რაღაც გამომდის ამ სიყვარულის შედეგია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ცეკვის ვიდეო ხალხს მეწონა და ბევრი ნახვები და გაზიარება აქვს.

 

იღუმენია სიდონია დარჩიას , ა ნ გ ე ლ ო ზ ე ბ ი !!!♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️🙏🏻♥️

Posted by Tea Darchia on შაბათი, 05 სექტემბერი, 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X