fbpx
11:54 | 2020-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა” – თაკო ჩარკვიანი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

“დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა” – თაკო ჩარკვიანი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ირმა ჩხეიძემ მეუღლის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების შემდეგ, მხედველობა დაკარგა.

 

“დედა, მამას გარდაცვალების შემდეგ, სრულიად დაბრმავდა. 5 წელია, რაც გლაუკომის დიაგნოზი დაუდგინეს, თითქოს არ პროგრესირებდა დაავადება, თვითონ დადიოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ჯანუკის გარდაცვალების საღამოს, იმ დღესვე, მთლიანად დაკარგა მხედველობა. ანუ კი არ დაქვეითდა, არამედ სრულიად დაკარგა მხედველობა” – წერს ჩარკვიანი დედაზე.

 

თაკო მშობლების გაცნობის ისტორიას იხსნებს. ირმა ჩხეიძე 15 წლის ყოფილა ჯანსუღი ლექსებს რომ უგზავნიდა.

 

თაკო ჩარკვიანი: – დედა საინტერესო ადამიანია, “ბუხრის კატას” ვეძახდით, წიგნი, თავისი სავარძელი და შიგნით მოკალათებული, პატარა ტანის, რაღაცნაირი, სანდომიანი ღიმილით – სპილოსძვლისფერი უჭკვიანესი დედაჩემი, საოცარია როგორ იცხოვრა ან როგორ უყვარდა ეს კაცი – ეს პოეტი – როგორ ეტრფოდა ყველა მის სტრიქონს.

 

„გაოგნებისგან ვიყვირე, გაოცებული მიყურებდა“ ... - რას იხსენებს შევარდნაძის შესახებ თათია შარანგია
2020-05-31„გაოგნებისგან ვიყვირე, გაოცებული მიყურებდა“ ... - რას იხსენებს შევარდნაძის შესახებ თათია შარანგია

 

15 წლის იყო რომ გაიცნო ჯანუკი. ლექსებს წერდნენ ერთმანეთს სკოლებიდან ( მაშინ მოდაში იყოო) ისე, რომ არ იცნობდნენ ერთმანეთს. საოცარი პასუხები მომდიოდა, დავინტერესდი, ვინ არის ეს ბიჭი, რა კარგ ლექსებს წერს თქო. მერე “ზემელზე”( დედა იქ ცხოვრობდა ვერაზე , ახლა, რომ გვირაბივით არის გამომცემლობის გვერდით, მამა ოდნავ ზემოთ აფთიაქთან) შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი…

 

ჯანსუღმა მუსიკალურ ტექნიკუმთან მომაკითხაო. ამ დროს გაწვიმებულა და დედაჩემისთვის მამამისს მიუკითხავს და სახლში წაუყვანია. (მერე? ვეკითხები (მიღიმის) – ისეთი ლამაზი ბიჭი იყო, იმ დღიდან ვიცოდი, რომ ძალიან მიყვარდა ეს “არეკილი“, კაშკაშა პოეტიო.

 

იმ საღამოს წვიმა რომ იყო და სახლში მოვედით (ჩვენს სახლს განიერი ფანჯრის რაფები ჰქონდა), მოვკალათდი რაფაზე, თან წიგნი დავიდე, ვითომ ვკითხულობდი, არაფერი მესმოდა, გარეთ ვიხედებოდი, წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და რას ვხედავ – ჯანუკი არ მიჩაქჩაქებს ტრამვაით??? თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ალბათ, გაილუმპა იმ წვიმაში-მეთქი ვიფიქრე. ასეც ყოფილა, მერე მითხრა.

 

ის კაცი იყო და იცოდა, რომ მარტო ეკრანს არ ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს ... - ფაქტები ლევან აბაშიძის შესახებ
2020-05-31ის კაცი იყო და იცოდა, რომ მარტო ეკრანს არ ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს ... - ფაქტები ლევან აბაშიძის შესახებ

 

(მერე?? ვეკითხები) მერე დიდხანს მესმოდა მისი სახელი ქალაქში, (მამა ოთხი წლით უფროსი იყო) მე სკოლაში ვსწავლობდი, ის სტუდენტი იყო. კაშკაშა ტიპი იყო, ხომ იცი ნიჭიერი – მსხვილი ფერები პალიტრაზე.

 

კურსიც საოცარი ჰქონდათ უნივერსიტეტში – გოგლა ლეონიძეს ძალიან უყვარდა ჯანსუღი, საოცარი რეცენზია დაუწერა სულ ახალგაზრდა ჯანსუღს, ჩვენ კიდე – გოგოები ვიგებდით მაგათ ამბებს; ჯანსუღი, ოთარ ჭილაძე, თამაზი, ზაურ ბოლქვაძე, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ზურა ჩილაჩავა, ვახტანგ ჯავახაძე…

 

ესენი ხომ – ჯანსუღი, გივი სამსონაძე, ოთარ ჭილაძე, გრიალებდნენ სულ, ხან მუცოში იყვნენ, ხან – ფშავში. ნიკო კეცხოველს – უნივერსიტეტის რექტორს ძალიან უყვარდა ეს კურსი. ლევან გოთუასთან ერთად ფეხით მოიარეს ხევსურეთი.

 

ჯანსუღი ამბობდა – ბატონ ლევანს დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზეო. (მერე? ვაცივდები მე) მერე ის, რომ მეც უნივერსიტეტში ერთი გამოცდით ჩავაბარე – სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე (დედაზე ამბობენ, რომ ფანტასტიური სტუდენტი იყო). ჰოდა, ერთ დღესაც მომაკითხეს, ჯანსუღმა, ოთარ ჭილაძემ და გივი სამსონაძემ, ( გამოსვლა მქონდა უნივერსიტეტში) და სოლოლაკში “მაჩის ბიუროში” მოვაწერეთ ხელი, იქვე ჯაფარიძეზე. ოთარ ჭილაძე და გივი სამსონაძე მეჯვარეები იყვნენ. ზურა ჩილაჩავა, თამაზ ჭილაძე, ედიშერ ყიფიანი, გურამ ასათიანი, ბუჭუტა მდივანი, ელდარ შენგელაია, გულდა კალაძე და მთელი მაგათი კურსი დილამდე გრიალებდნენ ჯანუკისთან სახლში ჯაფარიძის ქუჩაზე და მე სახლში მიმიყვანეს, დედასთვის უნდა მეთქვა…

 

„რა 84-ის? პატარა გოგოა შინაგანად
2020-05-30„რა 84-ის? პატარა გოგოა შინაგანად" - მზია მაღლაკელიძე იუბილარია

 

(მერე ?ვაცივდები მე) მერე ის ,რომ ვერ ვუთხარი და მამიდაჩემთან გავიპარე და ისევ ჯანსუღისგან შეიტყვეს ( მიღიმის). იცი, რა თაკო, ბედნიერი ვიყავი და საინტერესოდ ვიცხოვრეთ, ერთი გრადუსით მეტი ჰქონდა ტემპერატურა ამ ადამიანს (იღიმის), ისეთი ენერგეტიკა მოდიოდა მისგან, (როგორი ?! ვეკითხები) აი, ასეთი და დახუჭული თვალებით მიკითხავს ჯანუკის ლექსს:

 

”შენ არ გინახავს ჩემი ხელები, ჩემი თვალები და ჩემი მხრები, გადარეული თეთრი ცხენებით და შორეული ზარების ხმებით”…..ან “თოვლი მოსულა, თოვლი მოსულა, ქათქათა შენი თეთრი მკერდივით, მე უსასრულო სივრცის მოსურნე, ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი”…

 

ის ენერგეტიკა ისევ აქ არის, დე (ვცდილობ შევეშველო , მიღიმის ისე, რომ არ ვიცი, მეთანხმება თუ არა) რა, ეჭვი გეპარება??? ვაცივდები… არა, არ მეპარება ვგრძნობ, მაგრამ უფრო მაშინ ვგრძნობ, როცა მის სტრიქონებს ვკითხულობ, რომ ვერ ვხედავ ესეც მიშლის, ალბათ (სიჩუმეა ..ჩავეხუტე). გხედავ, იცი ბუნდოვნად, (მეუბნება ). ვიცი, დე)…

– ხვალ რა გინდა მოგიტანო, დე? სისულელეს ვეკითხები და გადამაქვს თემა. სიჩუმეა და უცებ მპასუხობს: იცი, რა თაკო, დაფა მომიტანე. გახსოვს, მე გიყიდე ბავშვობაში (მართლა მქონდა პატარა დაფა, თავისი საწერი ფანქარი მოჰყვებოდა). კი, ხვალვე მოგიტან, ვპასუხობ. გინდა დაწერო? წერა გინდა??? ჰო, ასოები მომენატრა – (მპასუხობს) აი, ასოების გამოყვანა მომენატრა… (გავყუჩდი, გავისუსე ).

 

რა საოცარია… დედაჩემს ანბანის ასოები მოენატრა… ჩემს სახლში ანბანის ასოები უყვართ და ენატრებათ…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X