fbpx
18:56 | 2020-09-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“დედა, ამოვალ საფლავზე, ოღონდ მისამართი ჩამაწერინე, ტაქსის მძღოლს რომ ვუთხრაო” – თამარ ივერის სახალისო ისტორია

“დედა, ამოვალ საფლავზე, ოღონდ მისამართი ჩამაწერინე, ტაქსის მძღოლს რომ ვუთხრაო” – თამარ ივერის სახალისო ისტორია

სოპრანოს თამარ ივერის ტყუპები – უგო და ლიზა წელს სკოლაში წავიდნენ. მომღერალი სოციალურ ქსელში შვილების სკოლის პირველი დღის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

 

ივერი ექვსი წლის ქალიშვილის ენამოსწრებულობაზეც ხუმრობს.

 

თამარ ივერი: – ჩემმა ლიზამ ყური მოჰკრა, ვიღაცაზე ვსაუბრობდით, მშობლების საფლავზე ავიდაო. მოდის და მეკითხება: რას ნიშნავს მშობლების საფლავზე ავიდა?

 

მე ავუხსენი, რომ მშობლები გარდაეცვალა. რას ვიზამთ, შვილო, ცხოვრების კანონია, ჯერ მშობლები მიდიან და თქვენ უნდა იაროთ ჩვენს საფლავზე-მეთქი. მერე სენტიმენტალურად შევაპარე, თან ვფიქრობდი, გული არ ვატკინო-მეთქი: შენც ხომ ამოხვალ ჩვენს საფლავზე? რეაქცია მაინტერესებდა, თან ვიფიქრე, ვაიმე, ტირილი არ დაიწყოს-მეთქი.

 

 

უცებ, ტირილი კი არა, პრაგმატულად დაფიქრდა და საქმიანად მეუბნება: – კი, დედა, ამოვალ საფლავზე, ოღონდ მისამართი ჩამაწერინე, ტაქსის მძღოლს რომ ვუთხრა. შოკოლადებს და “სემიჩკასაც” ამოგიტანო (იცის, რაც მიყვარს). ჰოდა… შემომაჩეჩა ფურცელი და პასტა ჩემი “სამუდამო ადგილსამყოფელის” მისამართის დასაწერად.

 

ასე რომ, “იქ” არ მოვიწყენ, “სემიჩკა” და შოკოლადები არ მომაკლდება. მერე ყავასაც დავაბარებ და ასე შემდეგ. ჩავუჯდები მარია კალასთან, მონსერატ კაბალიესთან და რენატა ტებალდისთან ერთად.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X