fbpx
00:39 | 2020-09-10 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დეა კაპანაძის სახლთან დგას პატრულის მანქანა და პატრულირებს… – თეონა თამაზაშვილი

დეა კაპანაძის სახლთან დგას პატრულის მანქანა და პატრულირებს… – თეონა თამაზაშვილი

პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ თამარის მეგობარს, დეა კაპანაძეს სამართალდამცველები იცავენ.

 

როგორც თეონა თამაზაშვილი აღნიშნავს, თამარ ბაჩალიაშვილი სავარაუდოდ, საფრთხეს სახლიდან გასვლის დღეს ვერ გრძნობდა, რადგან ისეთმა ადამიანმა გაიყვანა, ვისაც ენდობოდა.

 

„იმ დღეს სავარაუდოდ, ვერ გრძნობდა საფრთხეს, რადგან ისეთი ვინმეს გაყვანილია სახლიდან იმას ენდობოდა და იმიტომ გავიდა.

 

არ მაქვს ეჭვი ვისი, ვერ დავადასტურებ ამას. ვიდრე არ მექნება მტკიცებულება, ამის გაჟღერებას აზრი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ თამუნას მეგობრებმა იციან გაცილებით მეტი, იმიტომ იცავენ პატრულის მანქანები.

 

რისგან იცავენ? სავარაუდოდ სიმართლისგან. მეგობრის დეა კაპანაძის სახლთან დგას პატრულის მანქანა და პატრულირებს. მე გუშინ გავიგე ამ ყველაფრის შესახებ“, – განაცხადა მან.

 

დაანებეთ თავი!... - მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს უთვალთვალებენ
2020-09-10დაანებეთ თავი!... - მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს უთვალთვალებენ

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი დეა კაპანაძე აცხადებს, რომ თამარს ორჯერ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

 

თეონა თამაზაშვილი კი ვარაუდობს, რომ კაპანაძემ იცის იმ ადამიანის ვინაობა, ვინც თამარი სახლიდან გაიყვანა.

 

ასევე, დეა კაპანაძე საუბრობდა თამარის პირად ცხოვრებაზე – ნიკა გეჯაძის, თემურ ჭანუყვაძისა და თავად ბაჩალიაშვილის ურთიერთობის დეტალებზე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X