fbpx
21:05 | 2020-08-25 ავტორი: Prime Time

დეა კაპანაძემ დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

დეა კაპანაძემ დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი ამ წუთებში ქალაქის პროკურატურაში იმყოფებიან. მათი მისვლის მიზეზი საქმის მასალების გაცნობა და გარდაცვლილის გადაადგილების მარშრუტის დადგენაა.

 

გამოკითხვაზე გარდაცვლილის მეგობარი დეა კაპანაძეც იმყოფება, რომელთანაც კითხვები აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედას.

 

„უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ, დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ შეეშინდა მოსვლის, ესე იგი რაღაცას მალავს და რაღაცა იცის.

 

დედამისმა მითხრა, რომ უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როდესაც თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება?! რაღაც იცის და მალავს, მაგას ადრე თუ გვიან გავიგებთ,”- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X