10:09 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

DC Comics -ის განცხადებით, სუპერმენის ბოლო ადაპტაციაში ჯონ კენტი ბისექსუალი იქნება

DC Comics -ის განცხადებით, სუპერმენის ბოლო ადაპტაციაში ჯონ კენტი ბისექსუალი იქნება

DC Comics -ის განცხადებით, სუპერმენის ბოლო ადაპტაციაში ჯონ კენტი ბისექსუალი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. 

 

ახალ სერიაში ჯონი მამისგან მემკვიდრეობით მიღებული სუპერმენის მანტიის მორგებას შეეცდება.

 

როგორც ცნობილია, ახალი სუპერმენის მეგობარი მამაკაცი ჟურნალისტი ჯეი ნაკამურა იქნება. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა კი კომიქსების მორიგი ნომრის  ფარგლებში განვითარდება.

 

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ სუპერმენი კომიქსების ერთადერთი LGBT გმირი არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს DC-ის სამყაროში ტრანსგენდერი პერსონაჟი, სახელად ვიქტორია გამოჩნდა.

 

Superman: Son of Kal-El-ის ახალი ნომერი 9 ნოემბერს გამოვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X