fbpx
13:44 | 2020-09-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“დავვარდი, თავი დავარტყი და გავითიშე… ანრიმ კივილი ატეხა” – რა შეემთხვა გია ჯაჯანიძეს

“დავვარდი, თავი დავარტყი და გავითიშე… ანრიმ კივილი ატეხა” – რა შეემთხვა გია ჯაჯანიძეს

ემიგრანტების მხარდასაჭერად თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტრო ამზადებს პროექტს ციკლით – “ზღაპრები ემიგრანტებს”.

 

პირველ ზღაპარს სახელწოდებით “კონკია”, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, გია მარღანია დგამს. მიუზიკლ-ზღაპრის სასცენო დადგმა და ქორეოგრაფია მას ეკუთვნის. სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებს კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია. მხატვარია ლომგულ მურუსიძე. პროექტის მენეჯერი ლალი თაბაგარი გახლავთ.

 

 

No description available.

 

 

სპექტაკლში სხვადასხვა თეატრებში თამაშობენ – ნანა ლორთქიფანიძე, მერაბ გეგეჭკორი, ნანიკოს ხაზარაძე, თათია ოქროპირიძე, ანა მაქაცარია, ანი მღებრიშვილი, გიორგი შავგულიძე და გია ჯაჯანიძე. ეს უკანსკნელი მიუზიკლში თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის რეკომენდაციით მოხვედრილა. გიას მთხრობელისა და მეფის როლი აქვს.

 

No description available.

 

 

“ჩემი თამაშით და ცეკვით აღფრთოვანებულები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებიან, ხომ არ მომატყუებენ?!” – ამბობს “პრაიმტაითან” ჯაჯანძე.

 

ცოტა ხნის წინ გიას ერთი ინციდენტი შეემთხვა. როგორც იცით, მას “ნიჭიერის” ახალი სეზონი მიჰყავს. ერთ-ერთი ჩაწერის დროს, კონკურსანტებთან ერთად მოხტუნავე გია სცენაზე დავარდა.

 

გია ჯაჯანიძე: – მე ხომ ასაკის შეგრძნება დაკარგული მაქვს?! ჭაღარასაც მიეჩვია თვალი. მოკლედ, ნიჭიერმა ბავშვებმა მოიტანეს დიდი თოკები და დაიწყეს ხტუნაობა.

 

ვიფიქრე, რა ნიჭიერება ამას უნდა-მეთქი. სცენაზე გავვარდი სახტუნაოდ. ავხტი ორჯერ და უკვე მესამედ, ბებერი მუხლებით ვეღარ ავხტი, თოკებში გავიხლართე, თოკებმა მაღლა ამაგდეს და დაბლა თავით წამოვედი. ისე დავეცი, თავი და ლოყა დავარტყდი და ერთი წუთით გავითიშე. გონს მოვედი და ვფიქრობდი, წამოვდგე თუ არა-მეთქი. გამახსენდა, რომ შოუში ვიყავი. ამით მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ! ჟიურიში მჯდომი ანრი ჯოხაძე კიოდა. მთელი დარბაზი წამოცვივდა. მოვიდა სასწრაფო, ნახეს – მომაკვდავი ჯაჯანიძე.

 

No description available.

 

 

 

უნდა აღვნიშნო, რომ 40 წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და მსაგვსად პროფესიონალი გუნდი, როგორიც გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს აქვს, მე არსად მინახავს. მადლობასაც გეუბნებიან, სტიმულსაც გაძლევენ და საქმეშიც მომთხოვნები და მკაცრები არიან.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X