17:57 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

სინოდის ხმაურიანი სხდომის მოლოდინი – ნახეთ ემხრობა თუ არა მეუფე მელქისედეკი მეუფე პეტრეს განკვეთას

სინოდის ხმაურიანი სხდომის მოლოდინი – ნახეთ ემხრობა თუ არა მეუფე მელქისედეკი მეუფე პეტრეს განკვეთას

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) მედიასთან არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას, თუკი ასეთი საკითხი დღის წესრიგში დადგა.

 

როგორც მეუფემ „პრაიმტაიმთან”- თან საუბარისას განაცხადა, როდის გაიმართება სინოდის სხდომა, მისთვის უცნობია.

 

საკურთხევლიდან პოლიტარენაზე - მიდის თუ არა მეუფე პეტრე პოლიტიკაში?!
2020-06-02საკურთხევლიდან პოლიტარენაზე - მიდის თუ არა მეუფე პეტრე პოლიტიკაში?!

 

“დადგება თუ არა მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი დღის წესრიგში, არ ვიცი. როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერ ვიტყვი.

 

ნება მომეცით, რომ ჩემი პოზიცია, როცა საკითხი დადგება, მაშინ დავაფიქსირო – წმინდა სინოდის სხდომაზე.

 

ეს ისეთი საკითხებია, რომ ასეთ საკითხებზე ჩემს პოზიციას მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდის სხდომაზე დავაფიქსირებ. როდის გაიმართება სინოდის სხდომა, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა მელქისედეკმა.

 

ინფორმაციისთვის, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს, ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X