17:26 | 2020-09-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

დავით ნარმანიას ოჯახის უახლესი ფოტოები – სად იმყოფებოდა ყოფილი მერის ცოლ-შვილი კორონავირუსის ეპიდ-აფეთქებისას (ფოტოები)

დავით ნარმანიას ოჯახის უახლესი ფოტოები – სად იმყოფებოდა ყოფილი მერის ცოლ-შვილი კორონავირუსის ეპიდ-აფეთქებისას (ფოტოები)

მას შემდეგ რაც დავით ნარმანია სემეკის კომისიის წევრი გახდა, მისი ოჯახის შესახებ პრესაში ნაკლებად იწერება.

 

თბილისის ყოფილ მერს და მის მეუღლეს, უმშვენიერეს თიკა თინიკაშვილს სამი შვილი ჰყავთ, უფროსი შვილები ილია და კონსტანტინე “ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის” სკოლაში სწავლობენ.

 

ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელია დავით ნარმანიას მეუღლე თიკა თინიკაშვილიც.

 

2015 წელს წყვილს ნანატრი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ელენე დაარქვეს. ელენე ახლა ბაღის აღსაზრდელია და დედა მის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. პატარა გოგონა უმშვენიერესია, შესაბამისად თიკა თინიკაშვილის გამომწერები, დადებით კომენტარებს უწერენ.

 

ელენე ნარმანია

 

 

დავით ნარმანიას ოჯახს უყვარს მოგზაურობა, თუმცა პანდემიის გამო, წელს ზაფხული ბახმაროში გაატარეს. თიკა თინიკაშვილის ფეისბუქიდან ირკვევა, რომ იმ პერიოდში, როდესაც იტალიაში კორონავირუსი განსაკუთრებით აქტიურად მძინვარებდა, ის უფროს ვაჟთან ერთად იქ იმყოფებოდა.

 

 

 

თიკა თინიკაშვილი და კონსტანტინე ჯერ ვენეციაში, შემდეგ კი კომოს ტბაზე იმყოფებოდნენ. უცნობია ვირუსის შექმნილი ვითარების გამო, დროზე ადრე მოუწიათ თუ არა იტალიის დატოვება.

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X