21:29 | 2021-04-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დავინახე, როგორ ჩაუდო ჯიბეში კონვერტი, რომელშიც თანხა იდო – ქალი, რომელიც სავარაუდოდ თავისი შვილის გასხვისებას შეესწრო, ექიმს ამხელს

დავინახე, როგორ ჩაუდო ჯიბეში კონვერტი, რომელშიც თანხა იდო – ქალი, რომელიც სავარაუდოდ თავისი შვილის გასხვისებას შეესწრო, ექიმს ამხელს

მარიკა თავბერიძე ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გადაუხადა ქალმა ფული ექიმს, რომ თავისი მკვდარი ჩვილის ნაცვლად მისი შვილი მიესაკუთრებინა და ამჟამად გასხვისებულ შვილს ეძებს.

 

„ვეძებ ბიჭს 1979 წლის 29 აგვისტოს დაიბადა თბილისში, კამოს ქუჩაზე, მე-3 სამშობიაროში. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. მეორე დღეს ვნახე და კარგად იყო. მესამე დღეს კი მითხრეს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა. ჩემმა ქმარმა და ახლობლებმა დიდი ჩხუბის შემდეგ ბავშვი წამოიყვანეს და საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალეთ. თავიდან ისე დაბნეულები ვიყავით, ვერაფერი გავიაზრეთ, რა მოხდა.

 

მერე, როცა აღვიდგინე ყველაფერი, დავრწმუნდი, რომ ბავშვი გაცვალეს. ჩემ გვერდით იწვა 40 წლის ქალი, იმასაც ბიჭი შეეძინა, მაგრამ ბავშვი გარდაიცვალა. მე ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ ეუბნებოდა ეს ქალი ექიმს, 2 გოგო მყავს, მესამე ბიჭი უნდოდა ჩემს ქმარს და იმიტომ გავრისკე ბავშვის გაჩენა ამ ასაკში, რაც უნდა მოხდეს, აქედან ბავშვი უნდა წავიყვანოო. დავინახე, როგორ ჩაუდო ჯიბეში კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო.

 

მესამე დღეს კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალაო. დარწმუნებული ვარ, გაცვალეს. მე ვიცი იმ ექიმის გვარიც და სახელიც და ცოცხალია ამჟამად. ჯერ არ დავწერ, იქნებ თვითონ წაიკითხოს და აღიაროს, თუ არა და ვამხელ აუცილებლად. გუშინ რეესტრში ვიყავი და არც დაბადებისა და არც გარდაცვალების მოწმობა არ არის, თითქოს არც გამიჩენია. ძალიან ვნერვიულობ. ეს ჩემი ქმრის სურათებია, იქნებ ვინმემ მიამსგავსოს თავი ან ახლობლებმა მაინც. გთხოვთ, დამეხმარეთ პოვნაში.

 

Возможно, это изображение (ребенок, стоит и на открытом воздухе)Возможно, это изображение (ребенок и стоит)

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X