14:02 | 2021-09-16 ავტორი:

დავინახე ძირს ეგდო ადამიანი სახით ჩემკენ – რას ყვება თვითმხილველი რომელმაც ვერაზე ჩაცხრილული პირი პირველად ნახა

დავინახე ძირს ეგდო ადამიანი სახით ჩემკენ – რას ყვება თვითმხილველი რომელმაც ვერაზე ჩაცხრილული პირი პირველად ნახა

” დავინახე ძირს ეგდო ადამიანი სახით ჩემკენ”,- ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებს თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბარში ჰყვება.

მისი თქმით, დაშავებულს ჰკითხეს თუ ვის შეიძლებოდა მისთვის ესროლა, თუმცა როგორც დაჭრილი აცხადებდა თავდამსხმელს არ იცნობდა.

 

“ვმუშაობდი როდესაც ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა იყო, დაახლოებით ერთ წუთში გავედი გარეთ, ერთ წუთში ვიყავი დაჭრილთან, დავინახე ძირს ეგდო ადამიანი სახით ჩემკენ, პირველ რიგში შევამოწმე სისხლდენა ხომ არ ჰქონდა ძლიერი, დავათვალიერე ჭრილობები ჰქონდა, შემავალი ერთი ჰქონდა დაახლოებით მუცელში, მენჯთან, კიდურები ჰქონდა დახვრეტილი, კიდევ გონზე იყო ერთადერთი ითხოვდა სასწრაფოს.

დავამშვიდე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სასწრაფოც გამოძახებულია-მეთქი არაფერი ისეთი არ გჭირს სასიკვდილო იყოს-თქო და ამასობაში გავიგე ვიღაცის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ ექიმი ვარ და მიმიშვითო, დაათვალიერა ექიმმაც და ამის გაჩერება არ შეიძლებაო, მაშინვე დაჭრილის მანქანით წავიყვანეთ საავადმყოფოში.

მანქანას ეტყობოდა ორი ნატყვიარები უკანა მარცხენა კარზე, თავად გონზე იყო, რომ ველაპარაკებოდით გამოდიოდა , სახელი, გვარი ვკითხეთ ვინ იყო, რა უნდოდა აზრზე არ ვარო. ნამდვილადო მხოლობით პირში საუბრობდა ისეთ მდგომარეობაში იყო ტყუილი რომ ეთქვა საეჭვოა, ისე იყო ტკივილგამაყუჩებელსაც ითხოვდა ვამშვიდებდით, უკან ვიჯექი მე თვითონ მაგასთან, მარჯვნივ ექიმი იჯდა. თვითონ არაფერი არ უთქვამს თუმცა დიდი ალბათობით მანქანიდან გადმოვიდა და მაშინ ესროლეს იმიტომ, რომ მანქანის კარიც ღია იყო და ისეთ ადგილზე იყო, რომ დიდი ალბათობით ვერ გაიქცეოდა “,- განაცხადა თვითმხილველმა

 

ცნობისთვის, გუშინ ვერაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრაჯერ ესროლეს, კლინიკაში გადაყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა. ნიკა კვარაცხელია დღეს გამთენიისას გარდაიცვალა.

 

ნახეთ ვიდეო – რას ამბობს თვითმხილველი

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X

error: Content is protected !!