14:58 | 2020-09-19 ავტორი: Prime Time

„დავდიოდი სასამართლოში, პროკურატურაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში“ – ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ ადვოკატს დაუდასტურდა

„დავდიოდი სასამართლოში, პროკურატურაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში“ – ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ ადვოკატს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ადვოკატების რიცხვი ერთით გაიზარდა. ამ ეტაპზე უკვე სამი კოვიდინდიცირებული ადვოკატია მოთავსებული კლინიკებში.
მესამე დადასტურებული შემთხვევა ადვოკატი პაატა ბოლქვაძე თავის ფეისბუქგვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რაც შეეხება ევექსის კლინიკაში აღებულ ტესტებს, სადაც განმიცხადეს რომ 48 საათში იქნება პასუხებიო და თუ არ მოვიდა უარყოფითიაო, მე ამ დროს როგორც წესი ვიცავდი წესებს იზოლაციის. აქვე დავამატებ, რომ მქონდა უკვე სიმპტომები. გასულია 6 დღე და მე 48 საათის გასვლის შემდეგ დავდიოდი სასამართლოში, პროკურატურაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში და ყველა საჯარო ადგილებში ოჯახის წევრებს და ნაცნობ მეგობრებს თავი რომ დავანებოთ.

 

გუშინ მაღალი სიცხით და ორმაგი პნევმონიით მომათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დამიდასტურდა კიდეც კოვიდი. ისმება კითხვა რამდენად სანდოა ასეთი ტესტები და რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს პასუხის პაციენტზე გადაცემა. ასეთ შემთხვევებში ხომ მასიურ უკონტროლო შედეგებს მივიღებთ და იქნება კატასტროფა”- წერს პაატა ბოლქვაძე.

 

„პრაიმტაიმი”დეტალების გასარკვევად პაატა ბოლქვაძეს დაუკავშირდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ჩვენთან დიდხანს საუბარი ვერ შეძლო. როგორც პაატა ბოლქვაძემ განაცხადა, მისი პისიარ ტესტის პასუხი მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, როცა უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორმაგი პნევმონიით ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს. ამ ეტაპზე ის თავს კარგად გრძნობს.

 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ბათუმში ორ ადვოკატს, რომლებიც სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო სასამართლო დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

მონები ხართ!.. რატომ უნდა გავიკეთო პირბადე, ამიხსენით! - ინციდენტის გამო, მძღოლმა ავტობუსი გააჩერა (ვიდეო)
2020-09-18მონები ხართ!.. რატომ უნდა გავიკეთო პირბადე, ამიხსენით! - ინციდენტის გამო, მძღოლმა ავტობუსი გააჩერა (ვიდეო)
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +