16:11 | 2020-07-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„დავადგენ ვინ არის ის პიროვნება“- რა უთხრა ბაჩალიაშვილის მამამ ადვოკატს

„დავადგენ ვინ არის ის პიროვნება“- რა უთხრა ბაჩალიაშვილის მამამ ადვოკატს

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „პრაიმტაიმთან“ საქმეზე სამართალდამცავებისა და მამის კონტაქტის დეტალებზე საუბრობს.

 

რამიშვილი ამბობს, რომ მას საუბრის შესახებ ინფორმაცია გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამამ, ჯუმბერ ბაჩალიიშვილმა მიაწოდა.

 

ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს - მიხეილ რამიშვილი
2020-07-23ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს - მიხეილ რამიშვილი

 

„სანამ გოგონას იპოვიდნენ, პოლიციელმა უთხრა მამამისს „შარში არის თქვენი გოგო“, ამასთან უთხრა, „ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო

 

ჯერჯერობოთ ჩემთვის უცნობია იმ სამართალდამცველის ვინაობა, რომელმაც ეს სიტყვები უთხრა მამას, ან როდის უთხრა“, – აცხადება ადვოკატი.

 

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, ხომ არ აპირებს ოჯახი ამ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართოს რამიშვილი ასე გვაპასუხობს:

 

„ჯერ უნდა გავიგო მამამისისგან ყველაფერი და შემდეგ გადავწყვეტ, დავადგენ ვინ არის ის პიროვნება და შემდეგ მივმართავ“, – გვითხრა რამიშვილმა. 

 

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +