fbpx
22:30 | 2020-09-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დავა შვილებისთვის – განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

დავა შვილებისთვის – განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს ალუდა გოგლიჩიძეს, ყოფილი მეუღლე, თეონა ჯულუხაძე, ძალადობაში ადანაშაულებს და ბავშვების წართმევას აბრალებს.

 

Exclusive: ყოფილ მაღალჩინოსანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს - „დედას 9 თვის შვილი გასტაცა“
2020-08-28Exclusive: ყოფილ მაღალჩინოსანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს - „დედას 9 თვის შვილი გასტაცა“

 

ჯულუხაძე ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე მას ბავშვებს არ ანახებს. მათი საერთო 12 წლის შვილი სამი წელია რაც მამასთან ცხოვრობს და ის დედის ნახვის სურვილს არ გამოთქვამს. თეონა ჯულუხაძე ბავშვის ამ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგიურ ძალადობას აბრალებს.

 

„განათლების სისტემაში არის ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე და ბავშვებზე, ეს გახლავთ ალუდა გოგლიჩიძე. მე ვარ დედა რომელიც უბრალოდ ვითხოვ ჩემი შვილების დაბრუნებას და გავაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს ამ შეუმდგარი სისტემის და მოძალადე მამის წინააღმდეგ, რომ მე ჩემი შვილები უკან დავიბრუნო“, – ამბობს თეონა ჯულუხაძე „მთავარ არხათან“ საუბრისას.

 

ყოფილი ცოლ-ქმარი შვილებზე ორი წელია დავობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლიდან  ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის – თეონა ჯულუხაძის საცხოვრებელი სახლი განისაზღვრა. თუმცა რადგან ერთ-ერთი ბავშვის სურვილი მამასთან ცხოვრება იყო ალიმენტის გადახდა დედას დაეკისრა.

 

ალუდა გოგლიჩიძე კი მცირეწლოვანი ბავშვის ალიმენტს იხდის. თეონა ჯულიხაძე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობა 7 წლის ბავშვზეც დაიწყო და სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია.

 

თეონა ჯულუხაძე იმ ძალადობაზეც საუბრობს, რომელის მსხვერპლიც ქორწინებაში ყოფნის დროს 17 წლის მანძილზე იყო. ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ალუდა გოგლიჩიძეს შემაკავებელი ორდერი გამოეწერა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X