17:05 | 2020-05-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის – საფრანგეთი VS აშშ

„თუ ფრანგული სამედიცინო კომპანია Sanofi ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნის და მას პირველ რიგში აშშ-ს გადასცემს, მიუღებელი ქმედება იქნება“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგნეს პანიერ რუნაშერიმ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

 

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, Sanofi-ს ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს უფლება მიიღოს ყველაზე დიდი წინასწარი შეკვეთა, რადგან ის რისკის ქვეშაა.

 

მსოფლიოში მრავალი ლაბორატორია მონაწილეობს კვლევაში Covid-19 ვაქცინის შესაქმნელად. ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება.

 

„ჩვენთვის მიუღებელია ქვეყნის პრივილეგირება ფინანსური მიზეზების გამო“, – აცხადებს რუნაშერი.

 

გამოცემის თქმით, ევროკავშირმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ Covid-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანამ თანაბრად უნდა მიიღოს.

 

„Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა იყოს გლობალური საზოგადოებრივი სიკეთისთვის და მისი დაშვება უნდა იყოს თანაბარი და უნივერსალური“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა AFP-თან მიცემულ ინტერვიუში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როდის გვექნება ვაქცინა - ბილ გეიტსის სამეცნიერო სტატიის ქართული თარგმანი
2020-04-25როდის გვექნება ვაქცინა - ბილ გეიტსის სამეცნიერო სტატიის ქართული თარგმანი
მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე - ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში
2020-04-24მითქმა-მოთქმა Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატებზე - ყველა დასახელებული წამლის პერსპექტივა ერთ სტატიაში

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X