fbpx
18:47 | 2020-05-21 ავტორი: თამთა თორდია

დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო – ვინ არის ჩოხატაურში მოკლული ბიჭი

დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო – ვინ არის ჩოხატაურში მოკლული ბიჭი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 26 წლის ბიჭი, ავთო კალანდაძე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.

 

მკვლელობა სოფელ გუთურში მოხდა.

 

როგორც „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე „პრაიმტაიმს“ უყვება, ადგილობრივების ინფორმაციით, ემიგრანტ მშობლებს დაურეკეს და უთხრეს შვილი მოგიკალითო.

 

„დავმუნჯდი…. მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში… რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ მოგექცნენ და ისიც არ იკმარეს დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო“, – წერს შოთო სიხარულიძე. 

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

 

დავმუნჯდი…. მკვლელობა ჩოხატაურში სოფელ გუთურში…რა უნდა ვუთხრათ შენს ემიგრანტ დედას და მამას? ასე სასტიკად როგორ…

Posted by შოთო სიხარულიძე on ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X