fbpx
10:12 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

დაუჯერებელია, გინეკოლოგმა მოინახულა ქალი და ვერ გამოავლინა რომ ორსულად იყო – გაბუნია

დაუჯერებელია, გინეკოლოგმა მოინახულა ქალი და ვერ გამოავლინა რომ ორსულად იყო – გაბუნია

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმ ქალის მშობიარობას, რომელსაც მიუხედავად გინეკოლოგის გასინჯვისა, ორსულობა ვერ დაუდგინეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ეხმიანება.

 

მისი თქმით, სრულიად დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალი და ვერ გამოავლინა, რომ ორსულად იყო.

 

როგორც გაბუნია ამბობს, ამ შემთხვევას შეისწავლიან და რეაგირებაც შესაძლებელი იქნება.

 

„ყველას მოეთხოვება, რომ ჰქონდეს კონტრაქტი სპეციალისტთან, თუმცა, როგორც ჩანს, არ შედგა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტის კონსულტაცია.

 

მართლაც სრულიად დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალბატონი და ვერ გამოავლინა, რომ ქალბატონი იყო ორსულად უკვე გვიან ვადაზეც.

 

ამ ფაქტს შევისწავლით და როცა გვექნება დასრულებული კვლევის შედეგები, უფრო კონკრეტული პასუხიც იქნება ამ შეკითხვაზე და რეაგირებაც მეტად კონკრეტულად იქნება“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

11 მაისს, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის ერთი ნაწილი, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს.

 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი დაწესებულების პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა მას შემდეგ, რაც არაერთი კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ორსულად არ იყო.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X