17:03 | 2020-07-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დაუჯერებელი ამბავი: როგორ იმოგზაურა ორმა ქალმა წარსულში

დაუჯერებელი ამბავი: როგორ იმოგზაურა ორმა ქალმა წარსულში

789 წლის ოქტომბერში, სადად და ელეგანტურად ჩაცმული მარია ანტუანეტა ვერსალში მდებარე ციხესიმაგრის ტერასაზე იჯდა.

 

ხეების ხატვით იყო გართული, როდესაც სიმშვიდე პაჟმა დაურღვია. მან შეატყობინა, რომ გაბრაზებული ბრბო ციხისკენ მოიწევდა. ეს იყო დედოფლის ბოლო დღეები და საფრანგეთის მონარქიის დასასრულის დასაწყისი.

 

ყველა ეს დეტალი მსოფლიოს ორმა ქალმა – შარლოტა ენ მობერლიმ და ელეონორ ჟურდანმა აუწყა, 112 წლის შემდეგ.

 

მობერლი და ჟურდანი თავის ამბავს მთელი ცხოვრება ჰყვებოდნენ და ცდილობდნენ, ხალხს დაეჯერებინა მათი. მობერლი იყო ინგლისელი მღვდლის ქალიშვილი. იგი ოქსფორდის წმინდა ჰიუს კოლეჯის პირველი დირექტორი და გონიერი და მაღალი დონის ხელმძღვანელი.

 

 

ჟურდანმა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა შესთავაზა. იმისათვის, რომ  მომავალი მოადგილე უკეთ გაეცნო, მობერლი პარიზში გაემგზავრა.

 

როგორც ჩანს, ქალებმა საერთო ენა იპოვეს, რადგან 1901 წლის 10 აგვისტოს გადაწყვიტეს, ერთად გამგზავრებულიყვნენ ვერსალში.

 

მას შემდეგ, რაც ტურის ძირითადი ნაწილი დასრულდა, მობერლი და ჟურდანი ისხდნენ სარკეებიან დარბაზში და ფიქრობდნენ, სად წასულიყვნენ. შემდეგ მშვენიერი იდეა გაუჩნდათ – წასულიყვნენ მცირე ტრიანონის სანახავად, მით უმეტეს, რომ იქამდე სულ ორი ნაბიჯი იყო.

 

თუმცა, ქალები  ტყეში დაიკარგნენ. ორივეს უცნაური გრძნობა დაეუფლა.

 

Версаль, Малый Трианон

 

ისინი შეჩერდნენ, რომ შემხვედრი ორი მამაკაცისთვის გზა ეკითხათ. მამაკაცებს  მწვანე ქურთუკები ეცვათ და სამკუთხა ქუდები ეხურათ.

 

ქალბატონებმა იფიქრეს, რომ უცნაურად ჩაცმულ მებაღეებს გადაეყარნენ.

 

ჟურდანმა მარჯვნივ პატარა კოტეჯი დაინახა, რომლის კართან ქალი იდგა და ახალგაზრდა გოგოს დოქით წყალს აწვდიდა.

 

მოგვიანებით, ჟურდანმა თავის წიგნში დაწერა: „მეგონა, რომ  სიზმარში ვიყავი. რაც ხდებოდა, ყველაფერი არარეალური იყო.

 

ბოლოს ჩვენ გადავეყარეთ ბილიკს, რომელიც ჩვენს გზას კვეთდა და ჩვენ წინ უზარმაზარი ნაგებობა გამოჩნდა, რომელიც ხეებში იყო ჩაფლული და სვეტებით გარშემორტყმული.

 

კიბის საფეხურზე შავ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა, რომელსაც თავზე რბილი ცილინდრი ეხურა. გაურკვევლობის გრძნობამ ამ დროს პიკს მიაღწია და შიშში გადაიზარდა. მამაკაცი ნელა მოტრიალდა ჩემსკენ და დავინახე, რომ გაბრაზებული იყო. ფეხს ავუჩქარე და გავიარე“.

 

граф Франсуа де Водрёй, которого предположительно видели Шарлотта и Элеанор Мария-Антуанетта

 

ამის შემდეგ მალევე გადაეყარნენ კიდევ ერთ უცხო ადამიანს, რომელმაც მათი ტრაიანონში მიყვანა ითავა. ქალებს მისი აქცენტიც უჩვეულოდ მოეჩვენათ. ბოლოს, როგორც იქნა, ქალბატონები ციხესთან გამოვიდნენ.

 

ტერასაზე ლამაზი, ქერა თმიანი ქალი დაინახეს, რომელიც ტურისტად მიიჩნიეს, მაგრამ ჩაცმულობა ძალიან ძველმოდურად მოეჩვენათ.

 

„პირდაპირ თვალებში ვუყურებდი, მაგრამ რაღაც გრძნობამ მაიძულა, თვალი ამერიდებინა, რადგან მისი იქ ყოფნით ძალიან გავღიზიანდი.

 

როგორც კი ქალები ტერასისკენ დაიძრნენ, მათი წარსულში  მოგზაურობა დასრულდა.

 

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მოახერხეს ქალებმა, რომ ერთმანეთთან  ესაუბროთ იმ უჩვეულო დღის შესახებ. თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ სულებს გადაეყარნენ, მაგრამ არც ერთი ადამიანი, რომელიც მათ დაინახეს, მოჩვენებას არ ჰგავდა.

Людовик XIV и королевская семья. Падение Версаля

 

სამი თვის შემდეგ, ჟურდანი ამზადებდა ლექციას საფრანგეთის რევოლუციის შესახებ. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ზუსტად 109 წლით ადრე, როდესაც ქალებმა დროში იმოგზაურეს, პარიზულმა კომუნამ ცეცხლი წაუკიდა სასახლეს, სამეფო ოჯახი კი დააპატიმრეს.

 

1793 წლის 16 ოქტომბერს, მარია ანტუანეტა სიკვდილით დასაჯეს. მობერლი და ჟურდანი თვლიდნენ, რომ მათ დედოფლის ბოლო, უდარდელი მომენტი დააფიქსირეს.

 

ათი წლის შემდეგ მობერლიმ და ჟურდანმა გამოსცეს წიგნი, სახელწოდებით „თავგადასავალი“. მათ პარანორმალური მოვლენების აღწერა მართლაც აკადემიური სიზუსტით მოახერხეს.

 

ქალებმა შეისწავლეს არქივები და უფრო ღრმად ჩაწვდნენ საფრანგეთის ისტორიას.

 

ქალბატონებმა შეადარეს ის, რაც მათ ნახეს, არქივის ჩანაწერებსა და ფოტოებს იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ვერსალის ნახვა მოახერხეს XVIII საუკუნეში.

 

ხალხის ტანსაცმელი, რომლებსაც ისინი შეხვდნენ და ვერსალის რუკები იმაზე მეტყველებდნენ, რომ ქალებმა დროში იმოგზაურეს.

 

მათი დასკვნით, ადამიანები, რომლებიც მათ მებაღეებად მიიჩნიეს, იყვნენ დედოფლის მცველები, შავ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცი – გრაფი ვოდრევილი, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც დედოფალს უღალატა.

 

წიგნი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის ტალღამ გადაუარა.

 

ზოგიერთი კრიტიკა იყო კონსტრუქციული: კრიტიკოსები ხაზს უსვამდნენ, რომ ქალების მიერ ნაამბობი და წიგნში აღწერილი ფაქტები არ ემთხვეოდა.

 

ზოგიერთი აღშფოთებული წერდა და ავტორებს ლანძღავდა. მიუთითებდნენ, რომ ისინი დაქორწინებულები არ იყვნენ, შვილები არ ჰყავდათ და იმასაც ამბობდნენ, რომ ქალები ერთმანეთს ყვარობდნენ.

 

ერთ-ერთმა სტუდენტმა, გრაფ ვოდრევილის შთამომავალმა, წიგნის ძალიან უღიმღამო უწოდა და ქალებს აღშფოთებული, ჰომოფობიური ფორმით აღწერდა და ხაზს უსვამდა, რომ ეს ყველაფერი მათ სექსუალურ გადახრებთან იყო დაკავშირებული.

 

იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სჯეროდათ ავტორების და ისეთებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი წიგნი ერთი პენიც კი არ ღირდა.

 

ჟურდანი გულის შეტევით გარდაიცვალა 61 წლისა, ხოლო მობერლიმ 90 წლამდე იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰყვებოდა თავის უჩვეულო თავგადასავალს, წარსულში.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +