19:02 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს… ახლა ვადა გადაწიეს 2 წლის მერე – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს… ახლა ვადა გადაწიეს 2 წლის მერე – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ში მოღვაწე ექიმი დავით მრელაშვილი ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამირან გამყრელიძე ექიმების სავალდებულო აცრის მომხრეა.

 

რატომ დამძიმდა 15 წლის ბავშვის მდგომარეობა - თამარ გაბუნია კოვიდით გარდაცვლილ მოზარდზე
2021-09-06რატომ დამძიმდა 15 წლის ბავშვის მდგომარეობა - თამარ გაბუნია კოვიდით გარდაცვლილ მოზარდზე

 

„შეერთებულ შტატებში ექიმების 96%-ია აცრილი, და მათი უდიდესი ნაწილი აიცრა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე – საკუთარი ცოდნის, და შეგნების საფუძველზე.

 

– შეერთებული შტატების ყველა ცოცხალი პრეზიდენტი – ახლანდელი და ყოფილი აცრილია (ტრამპიც კი)
– აბსოლუტურად ყველა შტატის გუბერნატორი აცრილია (ჩვენთან მინიმუმ კახეთის გუბერნატორი ზუსტად ვიცი რომ აცრილია, იმედია სხვებიც)

 

– აშშ-ს კონგრესის და სენატის თითქმის 100% აცრილია.
– მთელი სამხედრო პერსონალის 80%-ზე მეტი (და მალე იქნება 100%-მდე ისიც) აცრილია.

 

რიტორიკული კითხვა: აცრა რომ არაეფექტური ან მავნებელი იყოს, მსოფლიოს ერთპიროვნული სუპერ-სახელმწიფო (სხვა წამყვან ქვეყნებზე აღარ მაქვს ლაპარაკი) მთელ თავის მთავრობას, სამედიცინო პერსონალს და სამხედროებს “გაანადგურებდა” თავისი ნებით? თუ ეს იმ სერიიდანაა “ჩინეთმა მესამე მსოფლიო ომი ისე მოიგო, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია”.

 

თუ როგორ ფიქრობთ, ამერიკას საკმარისად ჭკვიანი მეცნიერები არ ჰყავს, რომ სწორად გააანალიზოს არსებული ინფორმაცია და გადაწყვიტოს რა ჯობია?

 

შევეშვათ გაურკვეველი მოტივაციის ტროლ-ბოტების პოსტების გაზიარებას და იმას, რომ “ჩემი მულის დედამთილის მეზობელი აიცრა და მეორე დღეს მოკვდა” და ის ვაქცინამ მოკლა. დაუძველდათ მეთოდი ანტივაქსერებს და რადგან დღევანდელი რეალობა აშკარად არ ემთხვევა მათ შარშანდელ პროგნოზს – ახლა ვადა გადაწიეს – 2 წლის მერე დაიხოცებით აცრილებიო, რაც არანაირ მეცნიერულ ლოგიკაში არ ჯდება ვაქცინის მექანიზმიდან გამომდინარე (ADE/VADE-სთვისაც კი ნამეტანი გრძელი ვადაა).

 

ყოველდღე საქართველოში 150-200 ადამიანი გარდაიცვლება სხვადასხვა მიზეზით (იქიდან 70-80 კორონათი), და აუცილებლად დაემთხვევა ის, რომ იმ 25-30,000 აცრილიდან იმ ან წინა დღეს ვიღაც გარდაიცვლება მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ყველაზე ხშირი მიზეზებით – ინფარქტით ან ინსულტით.

 

პოზიტიური ასპექტიც რომ ვთქვათ – საქართველო მსოფლიოს ტოპხუთეულში შედის ექიმთა რაოდენობით ქვეყანაში (100,000 მოსახლეზე), ასე რომ, თუ ის ექიმები, ვინც არ აიცრებიან, დროებით შვებულებაში გავლენ – ექიმების ნაკლებობა (რაოდენობრივი, ხარისხობრივზე არ მაქვს საუბარი) დიდი ალბათობით არ გვექნება :)” – წერს მრელაშვილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!