09:21 | 2021-04-08 ავტორი: Prime Time

დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს? – 8 აპრილის დილის მნიშვნელოვანი ამბები

დატოვებს თუ არა ნიკა მელია საპატიმროს? – 8 აპრილის დილის მნიშვნელოვანი ამბები

გადაისინჯება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს განიხილავს.

 

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ადვოკატს უჭირს პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება საქმის არსებითი განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესი აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხს მოიცავს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
2021-04-08როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

 

გიორგი კონდახაშვილის თქმით, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობისთვის ვადა 17 აპრილამდე აქვს.

 

***

 

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის დღეს პროკურატურაში ელოდებიან. საგამოძიებო უწყება მის უფლებადამცველს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ჟურნალისტი, ორი დღის წინ, საქართველოში ჩამოვიდა.

 

***

 

ახალი კანონი, რომელიც უცხო ქვეყნისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის დაზღვევის წესს განსაზღვრავს – ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებაზე დეპუტატები დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

კანონმდებლებს სიახლეს დეტალურად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გააცნობს. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებაა.

 

***

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4134 ლარი ეღირება, ევრო კი, 4.0585 ლარი.

 

 

***

 

საქართველოს კინოთეატრებში კინოჩვენებები დღეიდან აღდგება. პანდემიის გამო, მაყურებელს უსაფრთხოების გარკვეული ნორმების დაცვა მოუწევს.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი კინოთეატრების მიმართ ზოგადი ხასიათის, გარკვეული პრევენციული მოთხოვნები. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რაც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. თერმოსკრინინგი, ისევე როგორც სადეზინფექციო სამუშაოები, პირბადის გამოყენება არის სავალდებულო ასეთი ტიპის ობიექტებზე“.

ავტორი: Prime Time


X