fbpx
23:28 | 2020-04-30 ავტორი: თამთა თორდია

დათო ევგენიძემ ბაქოში, კონცერტის დროს შეიტყო, რომ დედა გარდაეცვალა

დათო ევგენიძემ ბაქოში, კონცერტის დროს შეიტყო, რომ დედა გარდაეცვალა

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ბაქოში, კონცერტის დროს შეიტყო, რომ დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ მან „პოსტ ტვ“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„ალიევის ქალიშვილის, ლეილას მიწვევით ვიმყოფებოდი ბაქოში.

 

დედა ავად იყო, მაგრამ რაკი იმ დღეებში უკეთესად გახლდათ, თავს უფლება მივეცი წავსულიყავი ბაქოში.

 

დაკვრის დროს ვიგრძენი, რომ დედა აღარ არის. გავაჩერე  ჩავედი ჩემს ცოლთან – მეთქი დედა აღარაათქო. არ დამიმალა. ავედი და გავაგრძელე დაკვრა – ყველა დედას ეძღვნება-თქო“, – ამბობს დათო ევგენიძე.

ავტორი: თამთა თორდია
X