13:38 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

დაჭრილია გოგა ფეიქრიშვილი, რომლის აფეთქება ორი თვის წინ სცადეს

დაჭრილია გოგა ფეიქრიშვილი, რომლის აფეთქება ორი თვის წინ სცადეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისში დაჭრეს მამაკაცი, რომლის სახელი ამ დრომდე რამდენიმე შეიარაღებულ დაპირისპირებაში ფიგურირებს.

 

საუბარია გიორგი (გოგა) ფეიქრიშვილზე. შემთხვევა გუშინ საღამოს ვაკეში მოხდა.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლსასროლი იარაღი გოგა ფეიქრიშვილის ძმას, დავით ფეიქრიშვილს გაუვარდა.

 

დაჭრის ფაქტი „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, სადაც განგვიმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ვინ არიან ძმები ფეიქრიშვილები? 

 

ძმებს – გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს თბილისში „ტყუპების“ სახელით იცნობენ.

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მათ მწვავე კონფლიქტი აქვთ ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებმა „ტყუპების“ ლიკვიდაცია ცოტა ხნის წინ უკრაინიდან შეუკვეთეს .

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძმები ამ დრომდეც არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ.

 

ფეიქრიშვილების მკვლელობა მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად აღკვეთა. საქართველოში დაკავებულია ექვსი პირი, უკრაინაში კი – ერთი.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ძმების ავტომობილში აფეთქებას გეგმავდნენ.

 

ვრცლად ამ თემის შესახებ წაიკითეთ აქ ↓↓↓

 

საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებას გეგმავდნენ – სკანდალური საქმის დეტალები

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X