12:42 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

დაჭრილი შველას ითხოვდა, მამიდა მიშველეო – ახალი დეტალები ძმების მკვლელობის საქმეზე

დაჭრილი შველას ითხოვდა, მამიდა მიშველეო – ახალი დეტალები ძმების მკვლელობის საქმეზე

იმერეთში, წყალტუბოში ძმების მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „კურიერთან“ ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა.

 

„ძმებიდან ერთ-ერთი დაჭრის შემდეგ საშველად წავიდა, მამიდა მიშველეო… იმან დაგვჭრაო, რომ გამოვიდა მამიდამისი, ხელები სისხლიანი ჰქონდა ჩვენ, რომ მივედით. დააკავეს, ჩაბარდა. თვითონ ჩაბარდა, იმ წუთას იქ არ იყო, მაგრამ მერე მოვიდა და ჩაბარდა. სად წავა, ვის გაექცევი ახლა“,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

უცხოელი პროფესორი გაოგნდა, როცა ქართველი ახალგაზრდები ნახა - გაინტერესებთ რატომ?
2021-04-05უცხოელი პროფესორი გაოგნდა, როცა ქართველი ახალგაზრდები ნახა - გაინტერესებთ რატომ?

 

ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

ავტორი: Prime Time


X